ვიზაჯორჯია
ტურისტული და ვიზა ცენტრი

მწვანე ბარათის "Green Card" ლატარია
შანსი იცხოვროთ და იმუშაოთ აშშ-ში ლეგლურად

მწვანე ბარათის გათამაშება ეს არის საიმიგრაციო ვიზის პროგრამა, რომელიც ცნობილია Green Card გათამაშების სახელწოდებით. ესაა შესაძლებლობა კანონიერად გაემგზავროთ აშშ-ში იმიგრაციის გზით. მსოფლიო მაშტაბით საიმიგრაციო ვიზების მისაღებად განმცხადებლები შეირჩევიან კომპიუტერული, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით და მხოლოდ გამარჯვებულებს აქვთ შესაძლებლობა იცხოვრონ აშშ-ში კანონიერად.
ზოგადი სტატისტიკური მონაცემების მიხედვით გასულ წელს საქართველოდან მწვანე ბარათის რეგისტრაცია გაიარა დაახლოებით 50 000 ადამიანმა და აქედან 800-ზე მეტმა მიიღო შესაძლებლობა იცხოვროს აშშ-ში ანუ, ყოველი 200 ქართველიდან, მოიგო დაახლოებით, 3-მა მონაწილემ.
გათამაშებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს მოქალაქის ნებისმიერ წევრს ვისაც შეუსრულდა 18 წელი, აქვს მინიმუმ საშუალო განათლება ან 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბოლო 5 წლის განმავლობაში.
რეგისტრაციისთვის აღარ დაგჭირდებათ საზღვარგარეთის პასპორტი. ასევე დაგჭირდებათ ფოტო სურათი ნიმუში ნახეთ აქ: თუ დაოჯახებული ხართ ასევე დაგჭირდებათ მეუღლის და 21 წლამდე დასაოჯახებელი შვილების ფოტოსურათები (მიუხედავად იმისა ისინი იღებენ თუ არა დამოუკიდებლად მონაწილეობას გრინკარდის გათამაშებაში).
გამარჯვების შემთხვევაში, რომელიც გამოვლინდება მომდევნო წლის მაისის თვიდან, საჭიროა კიდევ დამატებით გაიაროთ ორი ეტაპი, პირველი ეტაპი ესაა სააპლიკაციო ფორმების შევსება და გადაგზავნა საემიგრაციო სამსახურში და მეორე ეტაპი - საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და აშშ-ს საკონსულოში გასაუბრების დღის ორგანიზება. რის შემდეგ გეძლევათ შესაძლებლობა გაემგზავროთ აშშ-ში. ჩვენი ვიზაცენტრი ასევე დაგეხმარებათ სხვა ეტაპებზე გასავლელ ყველა პროცედურაში.
გაითვალისწინეთ: პირველ ეტაპზე გამარჯვება ჯერ კიდევ არ ნიშნავს რომ თქვენ აუცილებლად შეძლებთ მწვანე ბარათის მოპოვებას. მაგრამ, როგორც წესი, უმეტეს შემთხვევაში მონაწილეები შემდეგ ეტაპს უპრობლემოდ გადიან და ხდებიან მწვანე ბარათის მფლობელნი.
ვიზაჯორჯიას თანამშრომლებს აქვთ მრავალწლიანი გამოცდილება გაგიწიონ კვალიფიციური მომსახურება საემიგრაციო პროცედურების ყველა ეტაპზე.
ერთი მონაწილის მწვანე ბარათზე რეგისტრაცია შეადგენს 30 ლარს.
დაოჯხაების შემთხვევაში მეუღლის, 21 წლამდე შვილის რეგისრაცია 40 ლარი
ჩვენთან შეგიძლიათ რეგისტრაცია გაიაროთ ონლაინ რეჟიმში, დისტანციურად.
კონსულტაციის და რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით ქვემოთ მითითებულ ტელეფონის ნომერზე.
ვიზაჯორჯია
თბილისი 0112, საქარველი
ტელ: +995 593 11 55 29