top of page

ჩვენ გვიყვარს მოგზაურობა და

ადამიანების დახმარება...

ჩვენს შესახებ

ვიზაჯორჯია დაარსებულია 2013 წელს და აქტიურად ეწევა სავიზო და ტურისტულ სერვის ქვეყნის მასშტაბით. კომპანია ორიენტირებულია მომსახურების მაღალ ხარისხზე.

ჩვენ კომპანიაში გაერთიანებული გუნდი პროფესიონალიზმით და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომით გთავაზობთ საინტერესო და მრავალფეროვან სამოგზაურო ტურებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, ასევე ეწევა სხვადასხვა საკონსულოსთვის სავიზო სერვისს, რაც დაგეხმარებათ გადალახოთ ის ბარიერები, გართულებები, რასაც საკონსულოებთან ურთიერთობისას შეიძლება წააწყდეთ.

 

ჩვენთვის მომხმარებელი ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც ჩვენი მომსახურების თითოეულ ეტაპზე იგრძნობა. ჩვენთან ურთიერთობა კომფორტულია და სასარგებლო. ჩვენ კომპანიას ყავს უამრავი კმაყოფილი ტურისტი, რომლებიც აქტიურად სარგებლობენ ჩვენი სერვისებით.

დაარსების დღიდან კომპანია დინამიურად ვითარდება - ვართ ყოვეთვის სიახლეებზე, სერვისის მუდმივ დახვეწაზე ორიენტირებული. ჩვენ გვენდობა მრავალი ადამიანი და ორგანიზაცია, რომლებიც წარმატებით მოგზაურობენ საზღვარგარეთ. ჩვენ გვიყვარს ის საქმე, რასაც ვაკეთებთ.

ჩვენ ვხელმძრვანელობთ შემდეგი პრინციპებით:

  • მიუდგეთ ყველა კლიენტს ინდივიდუალურად;

  • გავწიოთ ხარისხიანი, დროული და კომფორტული სერვისი;

  • მუდმივად გავზარდოთ კომპანიის საიმედოობის და კეთილგანწყობის დონე;

  • დავიცვათ ყველას კონფიდენციალობა;

  • მუდმივად გავზარდოთ ჩვენი თანამშრომლების კვალიფიკაციის დონე;

დაბოლოს, მადლობას გიხდით ყველას, ვინც სარგებლობთ ჩვენი სერვისებით და გვიცხადებთ ნდობას. 

 

პატივისცემით,

ვიზაჯორჯია-ს გუნდი 

გაქვთ შეკითხვები? დაგვეკონტაქტეთ

მზად ვართ დაგეხმაროთ, გაგიწიოთ კონსულტაცია ტელეფონით, ელ-ფოსტით ან სოციალური ქსელის საშუალებით

bottom of page