ესპანეთის პრიმერა ტური 8 დღით
ტურის აღწერა
ტურის ფარგლებში მოინახულებთ ესპანეთის სამ ქალაქს: ბარსელონა -მადრიდი - ვალენსია.
მოგზაურობის პერიოდი: პარასკევი - პარასკევი - სეზონის ნებისმიერ დროს!
პარასკევი - ბარსელონა:
ჩაფრენა ბარსელონას აეროპორტში, ღამისთევა სასტუმროში.შაბათი - ბარსელონა:
დილის საუზმე; „კამპ ნოუ“-ს ექსკურსია; თავისუფალი დრო; ღამისთევა სასტუმროში.კვირა - ბარსელონა/მადრიდი:
დილის კვება; გამგზავრება მადრიდის მიმართულებით;სასტუმროში განთავსება; მადრიდის ქალაქის ექსკურსია ავტობუსით; თავისუფალი დრო; ღამისთევა სასტუმროში.
ორშაბათი - მადრიდი:
ექსკურსია სამეფო კლუბის „მადრიდის რეალის“ სტადიონზე ( სანტიაგო ბერნაბეუ); თავისუფალი დრო ქალაქში; სასტუმროში ღამისთევა.
სამშაბათი - მადრიდი/ვალენსია:
გამგზავრება ვალენსიას მიმართულებით; სასტუმროში განთავსება; 3 საათიანი ტური ვალენსიაში (ადგილობრივი ლუდის ბარების მონახულება - ველოსიპედით); ღამისთევა სასტუმროში.
ოთხშაბათი - ვალენსია:
საუზმე სასტუმროში; თავისუფალი დრო ქალაქში; სურვილისამებრ ექსკურსია ვალენსიაში მუზეუმ -„ოკეანოგრაფიაში“; ღამისთევა სასტუმროში.
ხუთშაბათი - ვალენსია/ბარსელონა:
საუზმე სასტუმროში; გამგზავრება ბარსელონას მიმართულებით; განთავსება სასტუმროში; თავისუფალი დრო ქალაქში; სურვილისამებრ ჯომარდობა - კოსტა ბრავაზე; ღამისთევა სასტურმოში.
პარასკევი - ბარსელონა:
საუზმე სასტუმროში; გამგზავრება აეროპორტში.ტურის დეტალები
ღირებულებაში შედის:
- სასტუმროებში განთავსება (ბარსელონა, მადრიდი, ვალენსია);
- სასტუმროში კვება - BB (მადრიდის და ვალენსიას სასტუმროებში);
- ექსკურსია ბარსელონაში (კამპ ნოუ);
- ქალაქის ექსკურსია ავტობუსით;
- ექსკურსია მადრიდში (ბერნაბეუ);
- ვალენსიას ველოტური;
- სამოგზაურო დაზღვევა.
ღირებულებაში არ შედის:
- ვიაბილეთი (ირჩევთ თქვენთვის სასურველ დროს);
- ტრანსფერი (აეროპორტი-სასტუმრო-აეროპორტი);
- შიდა გადაადგილება.
გთხოვთ გაითვალისწინოთ:
- ფასი მოცემულია ერთ ადამიანზე ორადგილიან ნომერში;
- ანგარიშსწორება ხდება ეროვნულ ვალიუტაში;
- ტურის შეძენა შეგიძლიათ განვადებით.