სტოკჰოლმი, შვედეთი - 7 დღიანი ტური
იცით თუ არა, რომ:
- სტოკჰოლმს აგრეთვე ეძახიან „ჩრდილოეთის ვენეციას“ სპეციფიური არქიტექტურის და ულამაზესი სკვერების გამო.
- სტოკჰოლმი ითვლება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სუფთა დედაქალაქად.
- საქვეყნოდ ცნობილი ბენდები: ABBA / The Cardigans / Roxette შვედეთიდან არიან.
ტურის აღწერა:
დღე 1:
ჩაფრენა სტოკჰოლმის აეროპორტში, სასტუმროში განთავსება, თავისუფალი დრო, ღამისთევა სასტუმროში.
დღე 2:
საუზმე სასტუმროში, ქალაქის მიმოხილვითი ექსკურსია სერტიფიცირებულ გიდთან ერთად, თავისუფალი დრო, ღამისთევა სასტუმროში.
დღე 3:
საუზმე სასტუმროში, ნახევარდღიანი ექსკურსია “Under The Bridge Boat Tour”, თავისუფალი დრო, ღამისთევა სასტუმროში.
დღე 4:
საუზმე სასტუმროში, ქალაქის ექსკურსია- ABBA-ს მუზეუმის მონახულება, თავისუფალი დრო ქალაქში, სურვილისამებრ დამატებითი ექსკურსია Viking Tour, სასტუმროში ღამისთევა.
დღე 5:
საუზმე სასტუმროში, ექსკურსია- Swedish Beer Tour (ადგილობრივი ბარების მონახულება, ლუდის დაგემოვნებით), სურვილისამებრ დამატებითი ექსკურსია Wildlife Safari, თავისუფალი დრო, ღამისთევა სასტუმროში.
დღე 6:
საუზმე სასტუმროში, ექსკურსია Archipelago Lunch Cruise, თავისუფალი დრო, ღამისთევა სასტუმროში.
დღე 7:
საუზმე სასტუმროში, გამგზავრება აეროპორტში და გამოფრენა.
სამოგზაურო პერიოდი - ორშაბათი/კვირა - სეზონის ნებისმიერ კვირას!ტურის დეტალები:
ღირებულებაში შედის:
- სასტუმროში განთავსება სტოკჰოლმში (დილის კვებით),
- ექსკურსიები სტოკჰოლმში,
- მუზეუმში შესასვლელი ბილეთები,
- შიდა გადაადგილება (ექსკურსიის ფარგლებში),
- სამოგზაურო დაზღვევა.
ღირებულებაში არ შედის:- ავიაბილეთი (დამოკიდებულია თქვენთვის სასურველ დროსა და ავიაკომპანიაზე),
- ტრანსფერი: აეროპორტი-სასტუმრო-აეროპორტი.
გთხოვთ გაითვალისწინოთ:
- ფასი მოცემულია ერთ ადამიანზე ორადგილიან ნომერში;
- ფასები ცვალებადია და გთხოვთ გადაამოწმოთ ოპერატორთან,
- ანგარიშსწორება ხდება ეროვნულ ვალიუტაში,
- ტურის შეძენა შეგიძლიათ განვადებით.