ბიუჯეტური ავიაკომპანიების საიდუმლო

5 May 2018

ბიუჯეტური ავიაკომპანიების საიდუმლო სულაც არ მდგომარეობს იმაში, რასაც ფართოდ იყენებენ ჩვენებური ტაქსისტები – გაზზე გადაყვანილი ძველი მეორადი ავტომობილი. არადა ბევრს სწორედ ასეთი ასოციაცია უჩნდება, როდესაც ევროპაში 25 ლარად ფრენის შესახებ შეიტყობს ხოლმე. მაგრამ დაუჯერებელი არაფერია, არც ის, რომ 25 ლარად ფრენა შეიძლება და არც ის რომ თვითმფრინავები არც ძველია და არც გაზზე გადაყვანილი. შევეცდებით დეტალურად განვიხილო რაში მდგომარეობს ბიუჯეტური ავიაკომპანიების სიიაფის საიდუმლო.

 ამჟამად მთელს მსოფლიოში უამრავი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, მაგრამ პირველად ამ ტიპის კომპანიებმა წარმატებას მიაღწიეს ევროპაში. ყველაფერი Ryanair-ის ბიზნეს სტრატეგიას უკავშირდება, რომელმაც საჭირო დროს სწორი ნაბიჯები გადადგა და სერიოზული თავსატკივარი გაუჩინა ძველ, ტრადიციულ ავიაკომპანიებს, ისეთებს როგორიც არის British Airways, Lufthansa და KLM. ბიუჯეტური ავიაკომპანიების ბილეთები ტრადიციულისგან 3-4-ჯერ იაფია და 2-3 საათიანი ფრენა ხშირად 10 ევროზე ნაკლები ღირს. როგორ ახერხებენ ამას? უბრალოდ, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები ყველა ძვირად ღირებულ მომსახურებას აიაფებენ.

 

1. ბიუჯეტური ავიაკომპანიების ხომალდები

თვითმფრინავების იაფად შეძენა რეალურია და თანაც ახლების და არა “მეორადების” და “გაზზე გადაყვანილების”. Ryanair-მა ამისთვის ხელსაყრელი მომენტი შეარჩია, 2009 წელს მაშინ, როდესაც ავიაბაზარი კრიზისმა მოიცვა და ბევრი კომპანია გადარჩენისთვის იბრძოდა Ryanair-მა 151 ბოინგ-737 შეიძინა. შეკვეთის მოცულობისა და ბოინგის გაყიდვების სიმცირის გამო

 ხომალდები სტანდარტულზე გაცილებით იაფი დაჯდა. ​​ Ryanair-ის ავიაპარკის საშუალო ასაკი 5.5 წელია, რაც ამ კომპანიას საწვავის ხარჯების დაზოგვის საშალებას აძლევს, რადგან, რაც უფრო ახალია ხომალდი, ის უფრო ნაკლებ საწვავს მოიხმარს. ანალოგიური ვითარებაა Wizz Air-ის ავიაპარკში და easyJet-ი კიდევ უფრო ახალ ხომალდებს ფლობს. შედარებისთვის, ცნობილი Lufthansa-ს ავიახომალდების საშუალო ასაკი 12 წელს აღემატება. გარდა ამისა, Ryanair-ი ექსპლოატაციას უწევს მხოლოდ Boeing 737-ს, Wizz Air კი ძირითადად Airbus 320-ის თვითმფრინავებს იყენებს, იგივე მდგომარეობაა easyJet-ის პარკშიც. ეს იმისთვის კეთდება, რომ ავიაკომპანიამ თანამშრომლებს – ტექნიკურ პერსონალს, ხომალდის ეკიპაჟებს და პილოტებს უნდა შეასწავლოს მხოლოდ ერთი ტიპის თვითმფრინავთან მუშაობა. ეს კი შემსწავლელ კურსებს და ხომალდების მომსახურებას მნიშვნელოვნად აიაფებს. ​​ ასევე, ბიუჯეტური ავიაკომპანიები უარს ამბობენ ფუფუნების საგნებზე. მაგალითად, რაინეარში, ისევე როგორც ვიზეარში სავარძლები ფიქსირებულია. ეს ამცირებს მათ საერთო ღირებულებას და მომსახურების ხარჯებს. პლუს, ეს იძლევა ბორტგამცილებლების დროის ეკონომიის საშუალებასაც, რადგან სავარძლებს არ აქვთ ჯიბეები და დრო არ იხარჯება მათ მოწესრიგებაზე. ასევე, არ აქვთ ბიზნესკლასი, რაც უფრო მეტი მგზავრის გადაყვანის საშუალებას იძლევა.

 

2. ბიუჯეტური ავიაკომპანიების ბორტგამცილებლები (სტიუარდესები)

ბიუჯეტურ ავიაკომპანიებში ბორტგამცილებლები ახალბედანი და ძირითადად ახალგაზრდები არიან, შესაბამისად მათ არ აქვთ დიდი გამოცდილება, მართალია კარგად იცნობენ უსაფრთხოების წესებს, მაგრამ მგზავრებთან ურთიერთობის მაღალი სტანდარტი მათი ძლიერი მხარე არ არის. ბორტგამცილებლებს ხშირად უწევთ რამდენიმე საქმის შეთავსება. მაგალითად,

 როდესაც ერთი ბილეთებს ამოწმებს, სხვები თვითმფრინავის სალონს ასუფთავებენ… ამგვარად კომპანია თავისუფლდება დამატებითი პერსონალის დაქირავების ხარჯებისგან. ამასთანავე სტიუარდერსების მოვალეობას წარმოადგენს სალონში ფასიანი საკვებისა და სასმელის ჩამოტარება-რეალიზება და “დუტიფრი” ვაჭრობის ორგანიზებაც. ამგვარი საქმიანობა კომპანიისთვის კარგი დამატებითი შემოსავალია. განსაკუთრებული ვაჭრობა მაქვს შემჩნეული “რაინეარის” ბორტებზე, ასორტიმენტიც მრავალფეროვანია და ეკიპაჯიც მონდომებული. ​​ ტრადიციული ავიაკომპანიების თანამშრომლები გაერთიანებულნი არიან პროფკავშირებში, მათი ხელფასების შემცირება შეუძლებელია და არც თუ ისე იშვიათად აწყობენ გაფიცვებს სხვადასხვა მოთხოვნებითა და ულტიმატუმებით. დაბალბიუჯეტიანი ავიაკომანიები კი არ არიან ხელ-ფეხ შეკრული, მათ შეუძლიათ დაიქირაონ ნებისმიერი მსურველი და შეასწავლონ საავიაციო საქმე. ახლახანს “ვიზეარს” ჰქონდა გამოცხადებული ქართველი მსურველების მიღება ბორტგამცილებლების პოზიციებზე. შედეგად დაბალბიუჯეტიანების ეკიპაჟები არიან ახალგაზრდული, უფრო ენერგიულები და უფრო მოტივირებულებიც.

 

3. აეროპორტები

თქვენ ვერ ნახავთ “რაინეარს” ან “ვიზეარს” დიდ და ცნობილ აეროპორტებში, ისეთებში როგორიც არის “ჰიტროუ” ან “შარლ დე გოლი”. ესენი ძვირადღირებული აეროპორტებია, მათ შეუძლიათ მკაცრად განსაზღვრული რაოდენობის თვითმფრინავების მიღება და იმისთვის, რომ დიდი მოთხოვნა დააკმაყოფილონ მოსაკრებლების მოცულობას ზრდიან, რაც დაბალბიუჯეტიანებისთვის არახელსაყრელია. ამიტომ იაფი ავიარეისების შესრულება მსხვილი ურბანული ცენტრების მოსაზღვრე მცირე ზომის, თავის დროზე თითქმის მიტოვებული აეროპორტებიდან ხორციელდება. ​​  მაგალითად, პარიზის შემთხვევაში “რაინეარი” დაფრინავს პარიზიდან 100 კილომეტრით დაშორებული ბოვეს აეროპორტიდან. სწორედ ამ აეროპორტში დაეშვება ქუთაისის-პარიზის რეისები, რომელსაც “ვიზეარი” გაზაფხულიდან შეასრულებს. როგორ უნდა იმგზავროთ ქუთაისიდან ბოვეში და შემდეგ პარიზში აღწერილი მაქვს სპეციალურ პოსტში: ქუთაისი პარიზი (ბოვე). უმრავლეს შემთხვევაში დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია თითქმის ერთადერთი გადამზიდველია ასეთ აეროპორტებში, რაც მას დიდ შესაძლებლობებს ანიჭებს. კომპანია დიდი მგზავრთნაკადის მოზიდვის სანაცვლოდ მოითხოვს იაფ და ხელსაყრელ გადასახადებს და თუ აეროპორტი არ დაეთანხმება, ეს შეთავაზებაც უბრალოდ გაქრება (გახსოვთ ალბათ რაინეარის ქუთაისის აეროპორტში შემოუსვლელობის ამბავი). თუ სასურველი ქალაქის მახლობლად არ არის პატარა აეროპორტი, მაშინ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები იყენებენ დიდ აეროპორტებს, მაგრამ ფრენებს ახორციელებენ იმ დროს, როდესაც აეროპორტი გადატვირთული არ არის და მომსახურების გადასახადიც დაბალია, მაგალითად ღამით.

 

4. რუტინა

დაბალბიუჯეტიანების ავიახომალდები უქმად თითქმის არასდროს დგანან. ისინი მთელი დღის მანძილზე დაფრინავენ და სხვადასხვა რეისებს ასრულებენ. მაგალითად, ქუთაისის აეროპორტში ბაზირებული “ვიზეარის” ერთი ხომალდი ამ ავიაკომპანიის დაახლოებით 7 მიმართულებას ემსახურება. არამარტო “ვიზეარის”, სხვა მსგავსი ავიაკომპანიების ხომალდები აეროპორტებში დაახლოებით 30-45 წუთი დგანან რაც საკმარისია მგზავრების ჩამოსასვლელად და ახალი ნაკადის მისაღებად. ეს იმას ნიშნავს, რომ თვითმფრინავს სულ მოაქვს ფული და მგზავრები არ იხდიან ხომალდების მოცდენის საფასურს. ტრადიციული ავიაკომპანიების თვითმფრინავების პარკინგი, ეკიპაჟის სასტუმროში განთავსების ხარჯები და სხვა მგზავრთა ბილეთების საფასურში არის ასახული. ამიტომ დაბალბიუჯეტიანები ყველაფერს აკეთებენ, რომ ხომალდი რაც შეიძლება ნაკლებ დროს ატარებდეს მიწაზე და მეტს დაფრინავდეს. ასევე, ბიუჯეტური ავიაკომპანიების თვითმფრინავები არასდროს დგებიან აეროპორტის ტელესკოპურ ტრაპებთან, რადგან ესეც ძვირადღირებული სიამოვნებაა. ისინი იყენებენ ხომალდებზე მისადგმელ კიბეებს. თუ არ ვცდები “რაინეარის” თვითმფრინავებს წინა კარის კიბეც კი საკუთარი აქვს, ხომალდიდან იშლება.

 

5. ტრანზიტი

ტრადიციულ ავიაკომპანიებს ტრადიციისამებრ აქვთ ტრანზიტული მიმართულებები და ბილეთები. მაგალითად, მე თუ მივფრინავ თბილისიდან კრაკოვში, Lufthansa შემომთავზებს ტრანზიტულ რეისს მიუნხენის გავლით. ვიზეარის შემთხვევაში ეს ასე არ ხდება. იაფფასიანი ავიაკომპანიები დაფრინავენ ერთი წერტილიდან მეორეში. მაგალითად ქუთაისიდან

 კატოვიცეში, რომელიც კრაკოვიდან 1.5 საათის სავალზეა. ​​  ხშირად იაფი რეისები ერთმანეთს არ ემთხვევა რაც ტრანზიტად მათი გამოყენების საშუალებას არ იძლევა. თუმცა გაჩნდა ვებსაიტი, რომელიც რამდენიმე ბიუჯეტური ავიაკომპანიის