ბრაზილიელებმა პროტესტის ნიშნად გაიხადეს

სან- პაულოს მცხოვრებლებმა შიშველი აქცია-პერფორმანსი გამართეს და უპასუხისმგებლო მძღოლებს საგზაო წესების დაცვისკენ მოუწოდეს. ბრაზილიაში, მოძრაობის უსაფრთხოების სტატისტიკა ასეთია: 5 წლის მანძილზე 10 498 დაღუპული ველოსიპედისტი!!!

„თქვენი სისწრაფე ჩვენი სიცოცხლის ფასად“ - ამ სახის ლოზუნგები აქციის მონაწილეებმა ტანზე დაიწერეს და მთავრობის ყურადღების მიპყრობა ასე გადაწყვიტეს.

შიშველ აქციას ასობით ადამიანი შეუერთდა. ისინი აცხადებდნენ, რომ ქვეყნის ხელისუფლება გარემოზე არ ზრუნავს და ეკოლოგიურად უსაფრთხო ტრანსპორტის პოპულარიზაციას არ ეწევა, რასაც ქვეყანა ფატალურ შედეგებამდე მიჰყავს.

სან-პაულო, მსოფლიოს ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებს შორის მეოთხე ადგილზეა. პირველ სამს კი ლოს-ანჯელესი, მოსკოვი და ნიუ-იორკი ინაწილებენ.

Please reload

ვიზაჯორჯია

დ. აღმაშენებლის გამზ.175, თბილისი 0112, საქართველო

ტელ: +995 205 01 10

ელ-ფოსტა:  info@visageorgia.ge

 

  • Grey Facebook Icon
  • Grey YouTube Icon
  • Grey Instagram Icon
© 2018 ყველა უფლება დაცულია