ვენიდან ქართველებს აძევებენ | ვიდეო

ხვალ, 15 მარტს, ავსტრიის დროით 9 საათზე, 11 ქართველს, რომელსაც ლტოლვილის სტატუსზე უარი ეთქვა, ვენიდან, სპეც-რეისით გამოუშვებენ. დეპორტირებულთა შორის ერთი ბავშვია.

ავსტრიაში მცოხვრები, ლტოლვილის სტატუსის მაძიებელი ქართველები, პოლიციამ საცხოვრებელი სახლებიდან გუშინ გამთენიისას აიყვანა და მათ სადეპორტაციო განყოფილებაში 48 საათი გაატარებინა.

როგორც ავსტრიის უფლებათა დაცვის ორგანიზაციის იურიდიული სამსახურის უფროსმა, ირმა ცირამუამ ვიზაჯორჯიასთან საუბარში განაცხადა, საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაშია შესული, რის გამოც ავსტრია ქართველების ლტოლვილად ჩაბარებაზე ფაქტობრივად უარს ამბობს.

ავსტრიის საემიგრაციო სამსახური მოქალაქეებს სამშობლოში სავიზო რეჟიმის დარღვევის ბრალდებით უშვებს. მარტის თვეში, ვენიდან კიდევ ორი სპეც-რეისია დაგეგმილი.

შვეიცარიაში, თავშესაფრის მოთხოვნით, სირიისა და ერითრიის შემდეგ საქარველო მესამე ადგილზეა.

Please reload

ვიზაჯორჯია

დ. აღმაშენებლის გამზ.175, თბილისი 0112, საქართველო

ტელ: +995 205 01 10 ; +995 577 694 169

ელ-ფოსტა:  info@visageorgia.ge

 

  • Grey Facebook Icon
  • Grey YouTube Icon
  • Grey Instagram Icon
© 2018 ყველა უფლება დაცულია

 

This site was designed with the
.com
website builder. Create your website today.
Start Now