top of page

ღირსშესანიშნავი ადგილების სახალისო გიფები

როდესაც მსოფლიოს უძველესი ცივილიზაციების ნაშთებს უყურებ, გიჩნდება სურვილი, რომ ისინი პირვანდელი სახით წარმოიდგინო და შენს წარმოსახვაში დაკარგული ფრგამენტები აღადინო, რასაც ფანტაზიის წყალობით ახერხებ კიდეც.

ჩვენ გაჩვენებთ ჭკვიან გიფებს, რომლებიც მსოფლიოს 7 უნიკალური ადგილის რეკონსტრუქციას წარმოადენს.

1. პართენონი - ათენი

ეს არის მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და უძველესი კულტურული ძეგლი. ის ჩვ.წ.აღ-მდე 438 წელს აშენდა და სიბრძნისა და ომის ქალღმერთ - ათენას მიეძღვნა. პართენონი ბერძნების სიმტკიცის სიმბოლოდ ითვლება.

ასე გამოიყურება დღეს პართენონი

2. ნოოჩ - მულის ტაძარი - პირამიდა

მაიას ცივილიზაციის ნანგრევები მექსიკის ქალაქ კობაში მდებარეობს. ნოოჩ - მულის ტაძარი პირამიდის ცენტრალური ნაწილია. ჯამში სამონასტრო კომპლექსი 6 000 შენობას აერთიანებს. მათგან ტურისტებს მხოლოდ სამის ნახვის უფლება აქვთ.

ასე გამოიყურება დღეს ნოოჩ - მულის ტაძარი - პირამიდა

3. იუპიტერის ტაძარი - პომპეი

ჩვ.წ.აღ-მდე II საუკუნეში, როგორც ტაძარი, ისე მთლიანად პომპეი მიწისძვრის შედეგად სრულად განადგურდა. იუპიტერი რომის მფარველად ითვლებოდა

ასე გამოიყურება დღეს იუპიტერის ტაძარი

4. ადრიანას კედელი - ნორტუმბერლენდი

კედელი რომაელებმა კელტების ქურდობისგან თავდასაცავად ააშენეს. იმ დროისთვის მსოფლიოს ყველაზე გრძელ კედელს 40 ადამიანი იცავდა. რეკონსტრუქციაში კედლის შთამბეჭდავი სტრუქტურა კარგად ჩანს.

ასე გამოიყურება დღეს ადრიანას კედელი

5. ლუქსორის ტაძარი - ეგვიპტე

ლუქსორს მსოფლიოს უდიდეს ღია ცის მუზეუმს უწოდებენ. ეს არის მონუმენტებით, ფარაონებისა და მათი ცოლების სამარხებით სავსე ტაძრების ნანგრევების კომპლექსი.

ასე გამოიყურებს დღეს ლუქსორი

6. მზის პირამიდა - მექსიკა - ტეოტიუკანა

მსოფლიო პირამიდებს შორის სიდიდით მესამე ადილზეა. მასზე ასვლა დღესაც შესაძლებელია, საიდანაც დაუვიწყარი ხედი იშლება. ის აცტეკებმა ჩვ.წ.აღ-მდე 200-100წწ. აშენეს.

ასე გამოიყურება დღეს მზის პირამიდა

7. საკრა დი ლარო არგენტინა - რომი

ჩვ.წ.აღ-მდე 101 წელს აშენდა. 4 ტაძრის ნანგრევი 1920 წელს აღმოაჩინეს.

ასე გამოიყურება დღეს საკრა დი ლარო არგენტინა

Please reload

bottom of page