top of page

ჩვენი ტვინი მაგნიტების საშუალებით მალე უკეთესად იმუშავებს


ალბათ ყველა ადამიანს აქვს სურვილი, რომ გაიუმჯობესოს ცნობიერება და შემეცნებითი შესაძლებლობები. ამაში, სწორედ ახალი აპარატი - "Transcranial Magnetic Stimulation"-ი დაგვეხმარება. ეს არის ახალი ტექნოლოგია, რომელიც იმ დამატებით იმპულსებს გამოიმუშავებს, რომელსაც ნეიროქირურგები აქამდე ეძებდნენ.

ჩვენი ცნობიერება აკონტროლებს ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ. ხშირად გვესმის, თუ როგორ უნდა გავიუმჯობესოთ შრომისუნარიანობა, გვქონდეს უკეთესი ძილი, დავიცვათ სწორი დიეტა, როგორ ვივარჯიშოთ და ა.შ.

თუ ყველაფერი წარმატებით გაგრძელდა, არ არის გამორიცხული, რომ სამომავლოდ, ჩვენს ცნობიერებაზე ზეგავლენა მხოლოდ მაგნიტის მოქმედებით შევცვალოთ და გავიუმჯობესოთ.

მსოფლიოს საუკეთესო ნეიროქირურგებმა მიაგნეს ტვინის ფუნქციების გაუმჯობესების უნიკალურ მეთოდს.

"ტრანსკრანიალური მაგნიტური სტიმულაცია" , ასე ჰქვია აპარატს, რომელიც ტვინის აქტივობას აკონტროლებს, თუმცა ჯერ მხოლოდ მის ზედაპირზე. მისი მეშვეობით მეხსიერების გაუმჯობესებაც შესაძლებელია.

ჯერ ძნელია იმის თქმა, გახდება თუ არა მედიცინის ეს აღმოჩენა ისეთივე ჩვეულებრივი მოვლენა, როგორიცაა სმარფონი, თუ ტექნოლოგიების დახვეწით შეპყრობილები ძალიან შორს შევტოპავთ?

BBC-მ ეს ვიდეო იმისთვის შექმნა, რომ დაგვანახოს, ციფრული კულტურა და ტექნოლოგია თუ რა დოზით არის შემოჭრილი ყველაფერში, რასაც კი ვაკეთებთ.

Please reload

bottom of page