top of page

რა შედეგები მოჰყვება სოციალურ ქსელზე დამოკიდებულებას და რას გვირჩევენ ფსიქატრები

100 000 დოლარი იდეალური instagram-ისთვის.

ადვილი მისახვედრია თუ რაში დასჭირდა 26 წლის მაიამელ გოგონას წარმატებული instagram-ელების მიბაძვა. ლისეტე კალვიერომ ერთ დღეს გადაწყვიტა, რომ გლამურული ცხოვრება მოეწყო, შეიძინა ძვირადღირებული ბრენდების ტანსაცმელი, იმოგზაურა რამდენიმე ქვეყანაში, გადაიღო მაღალფროფესიონალური ფოტოები და სოციალურ ქსელში ერთ-ერთ გლამურულ გოგონად იქცა,

რამაც მას 23 000 ხელმომწერი შესძინა. თუმცა, ინსტაგრამის ვარსკვლავობა მას გაცილებით ძვირი დაუჯდა, ვიდრე წარმოედგინა. “ჩემს შესაძლებლობებს გავცდი და ვიცხოვრე ტყუილში, რამაც თავს დიდი ვალი დამატეხა, ერთ დღეს კი მივხვდი, რომ ინსტაგრამის უკან ნამდვილი ცხოვრება მქონდა, ჩაცმა-დახურვის გარდა მქონდა უამრავი საზრუნავი, კვება, გადასახადები, სწავლა და ა.შ. საბოლოოდ აღმოვაჩინე, რომ გადარჩენის შანსს ვკარგავდი” - განაცხადა ლისეტე კალვიერომ “ნიუ-იორკ პოსტისთვის” მიცემულ ინტერვიუში. მან აღნიშნა, რომ რეალურ ცხოვრებას მოსწყდა და თან 100 000 დოლარის ვალიც დაიდო.

მსოფლიო ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ახალგაზრდა გოგონები ხშირად ბაძავენ ცნობილ ადამიანებს და მათ ტყავში ცხოვრებას ირჩევენ. უამრავი გლამურული ვიდეოს წყალობით კი თვითშეფასების უნარს კარგავენ და ხშირ შემთხვევაში დეპრესიაში ვარდებიან.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ახალგაზრდებს ზომიერებისკენ მოუწოდებს. ლისეტე კალვიეროს ინტერვიუს მთავარი მიზანია გვახსოვდეს, რომ ინსტაგრამი სრულ რეალობას არ წარმოადგენს და, რომ ერთი საუკეთესო ფოტოს შექმნისთვის, პოზიორობაში დაკარგული რამდენიმე საათი და ასობით დოლარი გვეხარჯება.

Please reload

bottom of page