17-საათიანი, პირდაპირი რეისი პირველად შესრულდა

3 Apr 2018

თვითმფრინავი, რომელიც ავსტრალიიდან ბრიტანეთში პირდაპირ რეისს პირველად ასრულებდა, ლონდონის აეროპორტში ჰიტროუ წარმატებით დაეშვა. ავიაკომპანია Qantas Airlines-ის ლაინერმა 14 498 კილომეტრი დაძლია, რასაც 17 საათი მოანდომა. რეისი თვითმფრინავ Boeing 787-9 Dreamliner-ით შესრულდა, რომელიც Boeing 747-ზე ორჯერ ნაკლებ საწვავს წვავს. ​​ ეს რეისი ავიაკომპანიის ამბიციური გეგმის ერთ-ერთი ნაწილია, რომელსაც სურს, რომ ყველაზე გრძელი რეისები განახორციელოს. ახალი რეისი წყალობით, ავსტრალიის ხელისუფლება ტურისტული ნაკადის გაზრდას ელის. თვითმფრინავის ბორტზე 200 მგზავრი და ბორტის გუნდის 16 წევრი იმყოფებოდა. იმისათვის, რომ ფრენა უფრო კომფორტული ყოფილიყო, თვითმფრინავში გაუმჯობესებული ხარისხის ჰაერი და კაბინაში ხმაურის დაბალი დონე იყო. ახალი რეისი დაახლოებით სამი საათით სწრაფია, ვიდრე სხვა ფრენები, რომლებიც ახლო აღმოსავლეთში გაჩერებებსაც გულისხმობს.

ეს რეისი თავისი სიგრძით მსოფლიოში მეორეა. პირველ ადგილს Qatar Airways-ის დოჰა-ოკლანდი (14 529 კმ) იკავებს. ამას გარდა, სხვა ავიაკომპანიებს, მათ შორის Emirates-ს და United Airlines-საც განუხორციელებიათ პირდაპირი რეისები დაჯდომის გარეშე, რომელთა სიგრძეც 14 ათას კილომეტრს აჭარბებს. მსოფლიოში ყველაზე გრძელი პირდაპირი ფრენა Singapore Airlines-ის მიერ განხორციელებული სინგაპური-ნიუ-იორკის რეისია, რომლის სიგრძემაც 15 300 კმ შეადგინა, თუმცა ეს რეისი 2013 წელს შეწყდა.

 

 

Please reload

Please reload

Please reload

Please reload

ვიზაჯორჯია

დ. აღმაშენებლის გამზ.175, თბილისი 0112, საქართველო

ტელ: +995 577694168 ; +995 577694169 ; 995 557591449

ელ-ფოსტა:  info@visageorgia.ge

 

  • Grey Facebook Icon
  • Grey Google+ Icon
  • Grey YouTube Icon
  • Grey Instagram Icon
© 2018 ყველა უფლება დაცულია