top of page

რა უნდა ვიცოდეთ თვითმფრინავით მგზავრობისას


თვითმფრინავით მგზავრობა ძალიან ადვილი და კომფორტულია. ხანდახან სჯობს ჰაერში გაატაროთ რამდენი მე საათი ვიდრე დაკარგოთ დღები მატარებლით ან სხვა სახმელეთო ტრანსპორტით მგზავრობისას. როგორ დავგეგმოთ ფრენა და რა უნდა გავითვალიწინოთ.




პირველ რიგში დააზუსტეთ რეგისტრაციის დრო. ყველა აეროპრტისთვის რეგისტრაცია სხვა დასხვა დროს იწყება. ეს დრო დაახლოებით 2 საათია ფრენამდე. ამიტომ სასურველია აეროპორტში მიხვიდეთ ფრენამდე 2 საათით ადრე, რათა უპრობლემოდ გაიაროთ ყველა ფორმალური პროცედურები და მშვიდად აარჩიოთ ადგილი.

აეროპორტში შესასვლელში ყურადღება მიაქციეთ ტაბლოს, სადაც ასახულია ყველა მიმდინარე რეისები. აქ თვენ ნახავთ ინფორმაციას სად უნდა მიხვიდეთ რეგისტრაციისთვის და რომელი გეითიდან უნდა ჩასხდეთ თვითმფრინავში, თუ რაღაც გაურკვეველია მიმართეთ აეროპორტის თანამშრომელს.

რეგისტრაციის ადგილთან თქვენ დგებით რიგში, მოამზადეთ პასპორტი და ბილეთი. რეგისტრაციის შემდეგ თქვენ გადმოგცემენ ჩასხდომის ბარათს, სადაც მითითებული იქნება თქვენი ადგილი თვითმფრინავში. აგრეთვე მოხდება თქვენი ბარგის აწონვა. გახსოვდეთ რომ გარდა ბარგისა თქვენ შეგიძლიათ თან იქონიოთ ხელბარგი რომელსაც თვითმფრინავში აიტანთ, გაითვალიწინეთ აქკრძალული ნივთები.

თუ თქვენ ქვეყნის გარეთ მიემგზავრებით, აუცილებელი იქნება საპასპორტო კონტროლის გავლა. საპასპორტო კონტროლის გავლის პროცედურა ყველა ქვეყანაში განსხვავებულად მიმდინარეობს, ამიტომ თუ რამე გაურკვეველია მიმართეთ აეროპორტის თანამშრომელს.

ჩასხდომა როგორც წესი ფრენიდან 40 წუთით ადრე იწყება. ამ დროისთვის შეგიძლიათ შეინახოთ პასპორტი და მხოლოდ ჩასხდომის ბილეთი იქონიოთ მზად. შემდეგ მოძებნეთ შესაბამისი გეითი - რის შემდეგაც თქვენ მალე თვითმფრინავში აღმოჩნდებით.

თუ თქვენ შორეული ფრენა გაქვთ და თქვენი ადგილზე არ დაგხვდებათ ბალიში და პლედი აუცილებლად მიმართეთ გამცილებელს, რადგან, პლედით და ბალიშით მგზავრობა ბევრად მოსახერხებელია.

თვითმფრინავში აფრენის დროს წნევის ცვალებადობის გამო, სისხლის მიმოქცევა იცვლება რამაც შესაძლოა ფეხების ოდნავ შეშუპება გამოიწვიოს, ამიტომ უმჯობესი იქნება თუ ფეხზე გაიხდით. ზოგიერთ მგზავს იგივე მიზეზების გამო შესაძლოა ყურები დაუგუბდეს, ამ პრობლემასთანს საბრძოლვევლად საღეჭი რეზინი ან უბრალოდ ხილის კაფეტი გამოგადგებათ.

გაითვალისწინეთ რომ ბოლო წლებში ყველა თვითმფინავში აკრძალულია მოწევა, (მათ შორის ელექტრონული სიგარეტიც), არც კი ეცადოთ მოწიოთ საჭირო ოთახში რადგან იქ აუცილებლად დგას კვამლის დეტექტორები და თქენ საკმაოდ დიდი ჯარიმის გადახდა მოგიწევთ.

ბილეთის ყიდვისას აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება თუ არის ფასში შესული კვება, ამ შემთხვევაში თქვენ უფასოდ შეგეძლებათ ფრენის დროს წაიხემსოთ.

არ დაგავიწყდეთ დაელოდოთ ბარგს, ზოგიერთ აეროპორტში ბარგის ესკალატორი რამოდენიმეა ამიტომ ყურადღება მიაქციეთ ბარგის ესკალატორებთან მონიტორს, რათა დარწმუნდეთ, რომ თქვენ ბარგს სწორ ადგილზე ელოდებთ.





გისურვებთ ბედნიერ მგზავრობას!

Please reload

bottom of page