top of page

5 საოცარი ადგილი, რომელსაც ევროპაში აღმოაჩენ

ადგილები, რომლებიც ბევრისთვის ცნობილი არ არის, თუმცა, მათი მონახულება თქვენზე არაჩვეულებრივ შთბეჭდილებას დატოვებს.


ჩესკი -კრუმლოვი, ჩეხეთი​


აღმოსავლეთ ჩეხეთში, მდინარე ვლტავას ორივე სანაპიროზე არის პატარა ზღაპრული ქალაქი ჩესკი-კრუმლოვი, ცნობილი თავის მშვენიერი ციხესიმაგრეებით. ქალაქი იზიდავს როგორც აქტიური დასვენების ასევე ფესტივალების მოყვარულებს და რომანტიულ წყვილებს. მოხვდე ამ ქალაქში, ნიშნავს მოხვდე ზღაპარში. ყოველ ნაბიჯზე, ციხესიმაგრეებთან, პარკებში, მდინარის სანაპიროზე თუ ვიწრო ქუჩებში - ლეგენდები და თქმულებები ცოცხლდებიან და არ გტოვებს განცდა, რომ სადმე აუცილებლად შეგხვდება შენი საყვარელი ზღაპრის გმირი.


ჰალშტატი, ავსტრია

ეს პატარა, რთულად მისაღწევი ქალაქი ავსტრიის ალპებში, გაშენებულია მთიანი მასივზე, იგივე დასახელების ტბასთან. იგი მოშორებულია მთავარ მაგსიტრალებს თუმცა, ეს არაა ათიათასაობით ტურისტისთვის დაბრკოლება, რომლების დედამიწის ყველა მხრიდან სტუმრობენ ამ მშვენიერ ქალაქს. მის ქუჩებში სეირნობისას(ის აქ მხოლოდ ორია და სულ რამდენიმე წუთი დაგჭირდებათ) საჭირო არაა ღირშესანიშნაობების ძებნა, აქ ის ყველგანაა - მარკტპლაცის მოედანი, 13 საუკუნის რუდოლფსტურმის სასახლე, მრავალიარუსიანი ულამაზესი სახლები, 15 საუკუნის წმინდა მარიამის სახელობის კათოლიკური ეკლესია, წმინდა მიხეილის სამლოცველო სადაც ადგილობრივი ძვალთსაცავია.


რეინე, ნორვეგია

რეინე მეთევზეთა დასახლებაა ტბის პირას, ლოფოტენის კუნძულებზე, რომელიც გაგაკვირვებთ თავისი სიურეალისტური პეიზაჟებით. ულამაზესი სახლები 350 მაცხოვრებლით. ფანტასტიური ბუნებით, რეინე, თითქოს მხატვრის ტილოდან გადმოსულია რეალობაში, ჩრდილოეთის სილამაზით, გასაოცარი სიწყნარით, იგი მაგნიტივით იზიდავს ტურისტებს. ყველაზე საინტერესო კი იგი მაინც ზამთარშია, თოვლით მოფენილი მთებით, ჰაერის კრისტალური სისუფთავით და ულამაზესი ტბით.


მანაროლა, იტალია

მანაროლა, ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქალაქია ჩიკვე ტერესეს ეროვნულ პარკში შემავალ ქალაქებში. ფერადი სახლები გასაოცრად იზიადვს ტურისტებს, აქ თანამდეროვე შენობები და მრავალსაუკუნოვანი არქიტექტურა იდეალურად ერწყმის ერთმანეთს. როგორც ყველა ზღვისპირა ქალაქი მონაროლა განთქმულია თევზჭერით და მეღვინეობით. მიირთვით ადგილობრივ რესტორანში ზღვის პროდუქტებით მომზადებული განსაცვიფრებელი კერძი, დააგემოვნეთ ადგილობრივი ღვინო და დატკბით იტალიური სულით და ულამაზესი პეიზაჟებით.



ბიბური - ინგლისი

ბიბური მდინარე კოლნზე ინგლისის დასავლეთით ცნობლიკ კოტსუოლდის რაიონში მდებარეობს. ინგლისელმა მწერალმა უილიამ მორისმა მას ინგლისის ყველაზე ლამაზი სოფელი უწოდა, რომელიც განთქმულია განუმეორებელი პეიზაჟებით და მე14 საუკუნეში აგებული სამრეკლოთი. აქვე თქვენ ნახავთ წმინდა მარიამის საქსონურ მონასტერს, რომელიც 12 საუკუნის ხელნაწერებშია მოხსენებული და ასევე 1902 წელს დაარსებულ თევზის ფერმას რომელიც დღესაც ფუნქციონირებს.

Please reload

bottom of page