მატარებლით ევროპაში
როგორ დავზოგოთ ფული ევრპაში მატარებილით მგზავრობისას და ამავდროულად დავათვალიეროთ ყველაზე ლამაზი პეიზაჟები.
ევროპის ყველა ქვეყანაში სარკინიგოზო ტრანსპორტი და მრშრუტები ძალიან განვითარებულია და ყველაზე კომფორტულ გადაადგილების საშუალებათ ითვლება და შესაძლებლაბას გაძლევთ გადაადგილდეთ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე სხვადასხვა ქვეყნებს შორის.
ქვეყნის შიდა გადაადგილებისთვის საკმაოდ კოფორტულია ისაერგებლოთ ამათუიმ ქვეყნის ადგილობრივი კომპანიების საიტებით, ხოლო თუ თქვენ ქვეყნებს შორის გადაადგილებას აპირებთ შეგიძლიათ ისარგებლოთ ისეთი საიტებით როგორიცაა: bahn.de, voyages-sncf.com და raileurope.com.
ბილეთის ყიდვისას აუცილებლად უნდა მიაქციოთ ბილეთის დადასტურებას, რადგან მიუხედავად იმისა რომ თქვენ ფული გადაიხადეთ, სანამ არ დადასტურდება თქვენს მიერ ბილეთის ყიდვა თქვენ უბილეთოთ ითვლებით, ხოლო უბილეთოთ მგზავრობა მატარებლებში დიდ ჯარიმით ისჯება.
თუ თქვენ აპირებთ მატარებლით საერთაშორისო მოგზაურობას აუცილებლად დააზუსტეთ მარშრუტი და სავიზო პირობები. განსაკუთრებით ყურადსაღებია ხორვატია და რუმინეთი, სადაც შენგენის ვიზით შესვლა ყოველთვის არაა შესაძლებელ.
თუ თქვენ აპირებთ ძალიან ხშირად ისარგებლოთ რკინიგზით, მაშინ შესაძლებელია თქვენთვის მომგებიანი იყოს აბონომეტის ყიდვაც, რომლის პირობებიც აუცილებლად გადაამოწმეთ აბონომენტის პირობები. თუ თქვენთვის კონკრეტულ თარიღს არც თუ ისე დიდი მნიშნველობა აქვს აუცილებლად მიაქციეთ ამა თუ იმ საიტის აქციებს, რომლის პირობებითაც თქვენ შესაძლებლობა გექნებათ საკმაო ოდენობის თანხა დაზოგოთ.
მატარებელი - ეს არ არის მხოლოდ გადაადგილების საშუალება, ეს სიამოვნებაა, ევროპის მრავალ ქვეყანაში არსებობს სპეციალური სარკინიგზო მარშრუტები, რომლებიც შესაძლოა თქვითონ გახდნენ მოგზაურობის მიზეზი. ჩვენ რამოდენიმე მათგანზე მოგითხრობთ:
ალპები
Bernina Express — ექსპრეს მატარებელი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს შვეიცარიის ქალაქ დავოს და იტალიის ქალაქებს ტირანოს და პოსკიავოს.
Glacier Express — ექსპრეს მატარებელი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს შვედეთის სამთო კურორტებს, სანკტ მორისს და ცერმატს.
Golden Pass — 150 კმ-იანი სარკინიგზო გზა რომელიც ლუცერნსა და ჟენევის ტბას შორის არის
შვეიცარია
Centovalli — სარკინიგზო გზა ტალაიასა და შვეიცარიას შორის, რომელიც უმოკლესი გზაა შვეიცარიის და იტალიის ორ ულამაზეს კურორტს შორის.
ავსტრია
Semmering — მარშრუტი რომელიც 16-მდე გზაგამტარს გადაკვეთს და ერთმანეთთან აკავშირებს ქალქებს გლოგნიცსა და ზემერინგს.
Arlbergline — მარშრუტი რომელიც აღმოსავლეთ ალპებსა და ქალაქ უნსბურკს შორისაა
გერმანია
Rhine Valley Line — ეს ულამაზესი სარკინიგზო მარშრუტი დაახლოებით 100 კმ სიგძისაა და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია.
Badische Schwarzwaldbahn — მატარებელი, რომელიც შვარცვალდიდან 650 მეტრზე ადის და 150 კმ სიგგრძისაა, ევროპის ულამაზესი პეიზაჟების დათვალიერების საშუალებას მოგცემთ
შვედეთი და ნორვეგია
Rauma — იწყება ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოდან და მოიცავს ულამაზეს მარშრუტს გაივლის რა ულამაზეს მთებს, ხიდებს, გვირაბებს, ევროპის ყველაზე მაღალ - ტროლების კედელს და ადის 1100 მეტრზე ზღვის დონიდან.
Inlandsbanan — 1300 კმ-ის სიგრძის მარშრუტი, რომელიც შვედეთის სამხრეთიდან იწყება და მთავრდება ქვეყნის ჩრდილოთში, ელევიტის კომუნაში