top of page

სამყაროს 7 საოცრება, რომლის შესახებ, შესაძლოა არაფერი გსმენიათ

ჩვენ, ყველამ კარგად ვიცით ისეთი ღირშესანიშნაობების შესახებ, როგორიცაა კოლიზეუმი, ჩინეთის დიდი კედელი, ტაჯ მახალი. თუმცა, დედამიწაზე არსებობს სხვა გრანდიოზული შენობებიც, რომლის შესახებ, გამოცდილ მოგზაურებსაც არაფერი სმენიათ და არანაკლებ ყურადღებას იმსახურებენ.

გთავაზობთ ჟურნალ Quora-ს მიერ გამოქვეყნებულ გამოკითხვის შედეგებს, ყველაზე უცნობი ღირშესანიშნაობების შესახებ.

ჯენის მეჩეთი, მალი

ასწლოვანი ჯენის მეჩეთი - ყველზე დიდი თიხის შენობაა დედამიწაზე. 1988 წლის შემდეგ უძველესი ქალაქის ეს მეჩეთი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. მეჩეთი, მას შემდეგ, რაც ჟურნალ Vogue-ში 1996 მეჩეთის შენობის კედლებთან გადაღებული ინტიმური ფოტოები გამოქვეყნდა, დახურულია ტურისტებისათის.

ჩანდ ბაორი, ინდოეთი

არქიტექტურული კომლექსი ჩანდ ბაორი, ინდოეთის ერთ პატარა სოფელ, აბანერიში მდებარეობს და ყველაზე ძველ და ღრმა საფეხუროვან ჭად ითვლება. ეს გრანდიოზული ქმნილება, რომელიც გადაბრუნებულ პირამიდას მოგაგონებთ, 30 მეტრის სიღმეში ჩადის და მის კედლებზე იდიალური სიმეტრიით 3500-ზე მეტი საფეხურია განლაგებული, რისი საშუალებითაც ჩადიხართ მომწვანო ფერის ტბამდე.

დღემდე დაუდგენელია შენობა მე9- მე11 საუკუნეშია აგებული თუ ჩვენ წელთაღრიცხვამდე 600 წელს.

პარლამენტის სასახლე, რუმინეთი

ბუქარესტის ერთ ერთი ყველზე ცნობილი არქიტექტურული კომპლექსი, რუმინეთის სოციალისტური რესპუბლიკის დროს არის აგებული. შენობა მსოფლიოში ყველზე დიდ ადმინისტრაციულ შენობათ ითვლება. შენობის ზომებია 270X240მ, ხოლო სიმაღლე 86 მეტრია. შენობის მიწისქვეშა კომლექსი კი მიწის ქვეშ 92 მეტრზე ჩადის. სასხლეში 12 სართული და 1100 ოთახია.

ძველი ხიდი, ბოსნია ჰერცოგოვინა

მდინარე ნერტვაზე, ქალაქ მოსტარეში, ფეხითმოსიარულეთა ხიდი უძველესი არქიტექტურის ხიდის ასლია რომელიც ხორვატიის ბოევიკების მიერ 1993 წელს განადგურდა. ხიდის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია. ტურისტების ყველაზე დიდი გასართობი ხოლო ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის ფულის შოვნის გზა ხიდიდან გადახტომაა, რომლის სიმაღლე 30 მეტრამდეა.

კუმბალგარხის ციხესიმაგრე, ინდოეთი

კუმბალგარხის ციხესიმაგრე გარშემორტყმულია უნიკალური კედლით, რომელიც უძველესი დროიდან „სიკვდილის გუშაგადაა“ ცნობილი. მისი სიგრძე 36 კმ-ია, ხოლო სიგანე 8 მეტრი. მის აშენებას დაახლოებით საუკუნე დასჭირდა და XV - XVI საუკუნეში აიგო. მიუხედავ იმისა, რომ მას არაერთი ბრძოლა გადაუტანია არასდროს ჩამონგრეულა და ვერცერთმა დამპყრობელმა მისი აღება ვერ შეძლო. გრანდიოზულობით იგი მხოლოდ ჩინეთის კედელს თუ ჩამოუვარდება.

შეიხ ლიუთფულის მეჩეთი, ირანი

სეფიანელთა დინასტიის ეპოქის არქიტექტურის ეს უმშვენიერესი მეჩეთი 17 წლის განმავლობაში შენდებოდა (1602-1619წწ). იგი უნიკალური ქმნილება ბევრი მიზეზის გამოა. კერძოდ კი, მას არცერთი მინარეთი არ აქვს, არ აქვს შიდა ეზო, ხოლო ძირითად შესასვლელთან კიბეებს მივყავართ. არქიტექტურის ასეთი სტილი არც ერთ სხვა მეჩეეთს არ გააჩნია. სავარაუდოდ ასეთი სტილი მიზეზი არის ის, რომ იგი საჯარო მოხმარებისთვის არ იყო გათვლილი და მხოლოდ შახის ჰარემის წევრები სარგებლობდნენ.

დერავარი, პაკისტანი

დერავარი - პაკისტასნის უდაბნოს, კვადრატული შენობის უნიკალური ქმნილებაა, რომლიც 1733 წელს აიგი და 40 ბასტიონისგან შედგება. შენობის კედლების სიმაღლე 30 მეტრს აღწევს ხოლო პერიმეტრი რამოდენიმე კილომეტრია. მის შესახებ, არა თუ ტურისტებმა ბევრმა პაკისტანის მაცხოვრებელმაც არ იცის.

Please reload

bottom of page