ულამაზესი კუნძულები, სადაც დღესვე მოისურვებთ გამგზავრებას
მოგზაურობა - შთაგონების საუკეთესო წყაროა. ამაზე საუბრობენ ცნობილი და წარმატებული დიზაინერები და მხატვრები. ერთი ადგილიდან მეორეში გადაადგილებისას ივსები ახალი ძალებით და გრძნობ სიცოცხლეს, ხოლო სამსახურში დაბრუნებული კი აზრებით და ახალი იდეებით ივსები.
გთავაზობთ რამოდენიმე ულამაზეს კუნძულს, სადაც, სურვილის შემთხვევაში, ხვალვე შეგიძლიათ გაემგზავროთ და კიდევ ერთხელ დარწმუნდეთ რომ ჩვენი სამყარო გასაოცარი და განუმეორებელია.
ტავარუას კუნძული, ფიჯი
გულის ფორმის ეს კუნძული ნამდვილად არსებობს და ფიჯის კუნძულებიდან ყველაზე დიდ ვიტი-ლევუსთან ახლოს მდებარეობს. ეს უმშვენიერესი ტროპიკული კუნძული მსოფლიოში საუკეთესოა სერფინგის მოყვარულებისთვის.

კუნძული კო ნანგ იუანი, ტაილანდი
კუნძული სიამის ყურეში მდებარებოს და მას სახელი აქ მობინადრე გიგანტური კუების გამო დაერქვა. მზე სამასი დღის განმავლობაში ანათებს. ხოლო მისი ველური პლიაჟები და ლაგუნები, რომლებთანაც მიღწევა მხოლოდ ყველგანმავალებით შეიძლება და იდეალური ადგილია თაფლობის თვის გასატარებლად ან ცივილიზაციისაგან მოწყვეტისთვის.

ამბერგრისი, ბელიზი
კუნძული ამბერგრისი კარიბის ზღვაშია და იგი კლასიკური კუნძულია თავისი თეთრი პლიაჟებით, პალმებით და მანგროს ხეებით. მთელი სანაპიროს გასწვრივ გადაჭიმული ბელიზის ბარიერული რიფი დამშვენებულია ფერად-ფერადი მარჯნის რიფებით და ნამდვილი სამოთხეა დაივინგის მოყვარულებისთვის.

კუნძული მურეა, ფრანგული პოლინეზია
კუნძული მურეა, ასიათასობით წლის სინ ჩამქრალი ვულკანია და ნამდვილი მექაა აკვალანგისტების და მყვინთავების ნამდვილი მექაა, აქ ყველაზე დიდი რიფული ეკოსისტემაა და წყნარი ოკეანის ყველაზე ლამაზ კურორტად ითვლება.

სანტორინი, საბერძნეთი
კუნძული სანტორინი, ყველაზე საუკეთესო დასასვენებელი ადგილია ევროპაში. თეთრი ბექობზე შეფენილი შენობებით, ძველებური წისქვილებითა და ლურჯსახურავიანი ეკლესიებით

აღდგომის კუნძული, ჩილე
აღდგომის კუნძული ჩილეს სანაპიროდან რამოდენიმე ათასი კილომეტრითაა დაშორებული და აქ მიღწევა ნამდვილი არც თუ ისე ადვილია, თუმცა იგი ამად ნამდვიად ღირს. ყველაზე საიდუმლო კუნძული ყურადღებას არა მარტო მისი უნიკალური სკულპტურებით იპყრობს, არამედ საოცარი ნაციონალური პარკებით და განმარტოებული პლიაჟებით.

ნოზი ბი, მადაგასკარი
სიტყვასიტყვით ამ კუნძულის სახელი ითარგმნება როგორც „დიდი კუნძული“. ვულკანური ტბები, კატისებრი ლემურები და ადგილობრივი ტკბილი რომი ამ კუნძულის სავიზიტო ბარათია.

კუნძული კაუაი, ჰავაი
თუ თქვენ დასასვენებლად თვალწარმტაც ადგილს ეძებთ ჰანალეის ყურის პლაჟი საუკეთესო ადგილია. ნახევარმთვარისებულად მოყვანილ თეთრ ქვიშას გარს არტყია ჩანჩქერები და ცამდე აზიდული ამწვანებული მთები. მაშინ როცა ეს ადგილი გადატვირთულია, გნსაკუთრებით ზამთარში, როცა საუკეთესო დროა სერფინგისთვის, ძალიან ბევრ გაოცებულ და დაჟინებულ მზერას ნახავთ, რომლებიც ბუნების ამ სილამაზისკენაა მიპყრობილი.
