top of page

სანამ ეგვიპტეში გაეემგზავრებით


ეგვიპტე საქართველოს მოქალაქეებისათვის ძალიან პოპულარული ტურისტული მიმართულებაა, რომელიც ცნობილია მდიდრული და საოცრად ლამაზი ქვიშის პლაჟებით, წითელი ზღვის წარმოუდგენლად ლამაზი წყალქვეშა სამყაროთი, გიზის დიდებული პირამიდით, ნილოსის წმინდა მდინარით, ლუქსორის აკლდამით და უძველესი ცივილიზაციის სხვა მრავალი ძეგლებით. იმისათვის რომ თქვენი მოგზაურობა ამ შესანიშნავ ადგილზე კიდევ უფრო კომფორტული და დაცული იყოს გაგაცნობთ რამოდენიმე საჭირო ინფორმაციას:

ვიზა ეგვიპტეში

იმისათვის, რომ შვებულება გავატაროთ ეგვიპტეში, ამისთვის ვიზა საჭირო არ არის. ერთადერთი რაც თქვენ გჭირდებათ საზღვარგარეთის პასპორტია, რომელიც მინიმუმ ორით თვე ძალაშია. აეროპორტში, თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ორი ვარიატი:

უფასო ვიზა

ტურისტებს უფასოდ შეუძლიათ ისარგებლონ 14 დღიანი ვიზით, რომლის მეშვეობითაც თქვენ გეძლევათ უფლება მხოლოდ სინაის ნახევრკუნძულზე იმოგზაუროთ.

ვიზა 25$

ამ თანხის გადახდის შემთხვევაში თქვენ იღებთ სრულფასოვან ტურისტულ ვიზას, რომლითაც შესაძლებლობა გაქვთ იმოგზაუროთ მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ერთი თვის განმავლობაში.

ვალუტა

ეგვიპტის ეროვნული ვალუტაა - ფუნტი (EGP).

ვალუტის კურსი: 1EGP = 0,13USD. 1USD=7.85EGP

ეგვიპტის ქუჩებში უმრავლესობა დახლებზე თქვენ შეგიძლია ნებისმიერი ნივთი დოლარით ან ევროთი შეიძინოთ, თუმცა არახელსაყრელი კურსით, ამიტომ სჯობს თუ თავიდან დაიჭერთ თადარიგს და თან იქონიებთ ეგვიპტის ეროვნულ ვალუტას.

რელიგია და კულტურა

ეგვიპტე - ეს მუსულმანური ქვეყანაა ბევრად უფრო მკაცრი ქცევის ტრადიციებით და ჩაცმულობის სტილით, ვიდრე ევროპა და ან თუნდაც საქართველოა. სანაპიორებზე და სასტუმროებზე, რა თქმა უნდა თქვენ გარეგნულ იერზე თვალს დახუჭავენ, თუმცა გახსოვდეთ, რომ, სჯობს, არ გააღიზიანოთ ადგილობრივები და ნუ შეხვალთ კონფლიქტში პოლიციასთან.

გაითვალისწინეთ:

ნუდიზმი და ტოპლესი (გარუჯვა საცურა კოსტუმის ზედა ნაწილის გარეშე) აკრძალულია ყველგან, სასტუმროს და სანაპირო ზოლზეც კი. ხოლო არატურსტულ ზონაში ქალბატონებისთვის დაშვებულია მხოლოდ დახურული საცურაო კოსტიუმით ან ტანსაცმელით ცურვა.

აკრძალულია ალკოჰოლური სასმელების მიღება და არაფხიზელ მდგომარეობაში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნა

არაბებისთვის მიუღებელია ალკოჰოლური სასმელების შეთავაზება, რადგან ისლამი ალკოჰოლს კრძალავს.

სურათების გადაღება ადამიანებზე მათი ნებართვის გარეშე არ შეიძლება, განსაკუთრებით კი მანდილოსნების, პოლიციელების, სამთავრობო და საბრძოლო ობიექტების.

არატურისტულ ზონებში ტანსაცმელი უნდა ფარავდეს ხელებს იდაყვების ქვემოთ და ფეხებს მუხლების ქვემოთ

მეჩეთში შესვლისას აუცილებლად გაიხადეთ ფეხსაცმელი. აკრძალულია მლოცველების ხელის შეშლა და მლოცველთა შორის რიგებში სიარული. შესაძლოა ქალბატონებისთვის მეჩეთში შესვლა აკრძალული იყოს.

მოერიდეთ წითელი ზღვის სიმდიდრეებს, ნუ ეცდებით გამოკვებოთ თევზები და ნუ ივლით მარჯნის რიფებზე

ეგვიპტეში მიღებულია მომსახურე პერსონალისთვის ჩაის დატოვება 1-2 დოლარის ოდენობით

მუსულმანებისთვის მარცხენა ხელი ითვლება „ბინძურ ხელად“, ამტომ მიუღებელია მარცხენა ხელით: მისალმება, დახლებზე განთავსებული პროდუქციაზე შეხება, ჭამა და ა.შ.


უსაფრთხოების წესები

დალიეთ წყალი მხოლოდ პლასტიკური დაშტამპული ბოთლებიდან. კატეგორიულად დაუშვებელია ონკანის წყლის დალევა, ხილი და ბოსტნეული გარეცხეთ საპნით და შემდეგ აუცილებლად გადაავლეთ ან გადმოდუღებული ან ბოთლის წყალი.

მოერიდეთ მალფუჭებად და რძის პროდუქტებს.

მოერიდეთ ადგილობრივი წარმოების ალკოჰოლურ სასმელებს, რადგან ისენი დაბალი ხარისხისაა.

თუ აუცილებლობა არ არის, ნუ დატოვებთ ტურისტულ ზონას

დოკუმენტები და ძვირფასეულობა შეინახეთ სეიფში,

არსად არ დატოვოთ თქვენი პასპორტი და ეცადეთ არ ატაროთ თან ორიგინალი საბუთები.


რა წამოვიღოთ ეგვიპტიდან

1. ჩაი - შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენი სასურველი ჩაი სხვადასხვა არომატებით და სამკურნალო თვისებებით.

2. თაფლი - სხვადასხვა დანამატებით

3. სამკურნალო და კოსმეტიკური კრემები

4. სუნელები.

5. ოქროსა და ვერცხლის სამკაულები.

6. ტყავის პროდუქცია - ჩანთები, ფეხსაცმელები, ქამრები, საფულეები.

7. ბამბის ნაწარმი - პირსახოცები, მაისურები, თეთრეული და ა.შ

8. აღმოსავლური ტკბილეულობა და ხილი.

9. სუვენირები - პაპირუსები, ეგვიპტური ქანდაკებები, კერამიკა, ზარდახშები, სანათები


კილიმატი

ეგვიპტეში უდაბნოს ტროპიკული კლიმატია, ყველაზე ცხელი თვეებია ივლისი და აგვისტო, როდესაც ტემპერატურა შესაძლოა +50 °C-მდე ავიდეს. ეგვიპტეში ზამთარშიდაც კი შესაძლებელია ცურვა და გარუჯვა. ჰაერის ტემპერატურა ყველაზე ცივ პერიოდში - თებერვალში +20-25 °C. ზამთრის სეზონზე საღამოობით აუცილებლად დაგჭირდებათ თბილი ტანსაცმელი.


საჭირო სიტყვები:

მისალმება - სალამ

ერთი ჭიქა წყალი თუ შეიძლება - მომკენ კუბბაია მაიე

ცუდად ვსაუბრობ არაბულად - ლია არაკიალლიამ კიტირ

კარგი - კუაეიეს

ცუდი - საიე

დიახ - აიუა

არა - ლიია

მადლობა - შუკრან

უკაცრავად - უმ სამახნი

არ ვიცი - მაარაფშ

Please reload

bottom of page