top of page

მეცნიერებმა დაადგინეს!!! რა გვჭირდება ბედნიერებისთვის?

თუ მოგზაურობა თქვენი გატაცებაა, ეს თქვენთვის ახალი ამბავი არ იქნება. იტალიელი მეცნიერები 10 წლის განმავლობაში აკვირდნებოდნენ თუ რა გავლენას ახდენს ზღვა ადამინების ემოციებზე და დაადგინეს რომ, წყალი ხელს უწყობს ბედნიერების ჰორმონის გაზრდას ორგანიზმში.

გთავაზობთ უოლეს ნიკოლსის განმარტებებს წიგნიდნან „ლურჯი გონება“, სადაც იგი აღწერს, თუ რატომ გვაბედნიერებს ზღვა.


1. ლურჯი ფერი ადამიანს ამშვიდებს


ლურჯი ფერი ამცირებს არტერიულ წნევას და ანელებს გულისცემას, რითაც ადამიანის ნერვიულ დაძაბულობას ხსნის. სწორედ ამიტომაა ,რომ ლურჯი ფერი დედამიწის მოსახლეობის უმეტესი ნაწილის საყვარელი ფერია.


2. დიდი ხნით ზღვის სანაპიროზე ყოფნა თქვენი ქვეცნობიერის განტვირთვას იწვევს


როგორც აღმოჩნდა, იმისათვის რომ ქვეცნობიერი დამშვიდდეს, საკმარისია უბრალოდ უცქიროთ ზღვის პეიზაჟს. ბუნებრივი ხედები ჩვენი ტვინის ისეთი ნაწილების გააქტიურებას იწვევს, რომელთა მეშვეობითაც ხდება ემოციური სტაბილურობის გაწონასწორება და ჩვენში ბედნიერი მოგონებებს აღძვრა.


3. წყალი ამხნევებს დაღლილ გონებას


1995 წლის გამოკვლევებში, რომელიც ჟურნალ Environmental Рsychology-ში გამოქვეყნდა, შესწავლილი იქნა კონცენტრაციის დონე ორი ჯგუფის სტუდენტებში. ერთნი განთავსებულები იყვნენ ოთახში ზღვის პეიზაჟებით, ხოლო მეორე ჯგუუფი ოთახში - ქალაქის ხედებით. გარდა იმისა რომ პირველი ჯგუფის შედეგები გაცილებით მაღალი იყო, ისინი ბევრად უფრო კონცენტრირებულნი იყვნენ ექსპერიმენტის დროს.


4. წყალთან შეხება სასიამოვნოა


აპლიკაცია Mappiness ის თანახმად, რომელიც კითხვებზე პასუხების გაცემით ბედნიერების დონეს განსაზღვრავს, ადამინები თავს უფრო მშვიდად გრძნობენ, როდესაც ისენი ღია ცის ქვეშ არიან, ხოლო, როდესაც წყალს ეხებიან უფრო მეტად ბედნიერები არიან.


5. წყალი - ეს ადამიანის ბუნებრივი საარსებო გარემოა


ადამიანის დაბადებიდან წყალი მისი განუყოფელი ნაწილი და სიცოცხლის საწყისია. ადამიანის ორგანიზმის 75% წყალია. ორგანიზმის ჰოდროტაცია ჩვენი სხეულის იდეალური და სწორი ფუნქციონირების აუცილებელი პირობაა.

Please reload

bottom of page