ყველანი ჰოლანდიაში!
საქართველის მოქალაქეებს ვიზალიბერალიზაციის პირობებში, ბევრად უფრო გამარტივებულად, საშუალება ეძლევათ მოინახულონ ევროპის ქვეყნები. ბევრ საინტერესო და ულამაზეს ადგილებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა ჰოლანდია.
ჰოლანდია მთელ მსოფლიოში განთქმულია ტიტების მდელოებით, ქარის წისქვილებით, უგემრიელესი ყველით და ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი ველოსიპედით. ეს ქვეყანა სავსეა კეთილმოსურნე ადამიანებით, ზღაპრული სახლებით, ძველი ციხე-სიმაგრეებით და გასაოცარი პეიზაჟებით. ქვეყანა სადაც ყველას შეუძლია თავისი თავი იპოვოს.
გულგრილს არავის ტოვებს მხიარული, კონტრასული და ხმაურიანი ამსტერდამი მის დიდებული მუზეუმებით, არხებით, ყავის მაღაზიებით და ალისფერი ფანრების ქუჩით. გაისერნეთ წყნარი როტერდამის ქუჩებში, ან მწვანე ეინდხოვენში, შეიარეთ ქარის წისქვილების სოფელში, დაუთეთ თქვენი ყურადღებაა უძველეს ქალაქ დელფტს. ეწვიეთ ტიტების სამეფო პარკს ქალაქ ლისეში, იხტიალეთ ბინეხოფის ციხესიმაგრის მიმდებარეთ და შეხვდით დაისს სხევენინგენის სანაპიროზე.
თუკი ერთხელ ეწვევით ჰოლანდიას, თქვენ აუცილებლად გაგიჩნდებათ სურვილი ამ დაუჯერებელ ქვეყანაში დაბრუნების.
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ზღაპრულ სამყაროში

ინსტალაცია "მე ამსტერდამი" - ტურისტების საყვარელი ადგილი ფოტოსესიისთვის

აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ საყოველთაოდ განთქმული ჰოლანდიური ქაშაყი

ცნობილი "ალისფერი ფანრები"-ს ქუჩა

ამსტერდამული სარკმლები

ტიტების სამეფო ბაღი

სახლები ჰაუტენში

სოფელი გიტჰორნი - ჰოლანდიური ვენეცია

ჰოლანდირური ქოშები

სამრეკლო გაუდაში - ჰოლანდიური ყველის სამშობლოში

ქარის წიქვილები - კინკერდეიკი

ეისელმერის ტბა

ზანსე ჰანსის მუზეუმი ღია ცის ქვეშ
