top of page

როგორ ავირიდოთ უარი ვიზაზე?

ვიზის მიღება - ხანგრძლივი და არცთუისე ადვილი პროცედურაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა გამოუცდელი განმცხადებელი აპირებს დამოუკიდებლად გააფორმოს დოკუმენტაცია. ვიზის მიღების პრიცედურა კოშმარად შეიძლება გექცეთ, რადგან, ყველა საკონსულოს თანამშრომლები როგორც წესი ძალიან მომთხოვნები და ბიუროკრატები არიან.

იმისათვის რომ ავირიდოთ ვიზაზე უარის მიღება, აუცილებელია კარგად ვიცოდეთ თუ რა მიზეზები არსებობს ვიზაზე უარის თქმისთვის.

ზოგადად ვიზაზე უარი ნებისმიერი მიზეზით შეიძლება გითხრან, აპლიკაციის არასწორი შევსებიდან დაწყებული, საკონსულოს თანამშრომლის ცუდი ხასიათით დამთავრებული, არსებობს აგრეთვე ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნის წესები, რომლის დარღვევის შემთხვევაში ვიზის მიღებაზე აუცილებლად შეგექმნებათ პრობლემები. მითუმეტეს, რომ ნებისიმიერ საკონსულოს აქვს უფლება უარი გითხრან შესვლაზე, ნებისმიერი ახსნა-განმარტების გარეშე.

თუმცა არსებობს რამოდენიმე წესი რომელიც აუცილებდად შეამცირებს ვიზის არ მიღების შანსს.​

  • წარადგინეთ რაც შეიძლება მეტი დოკუმენტაცია. თუ თქვენ გყავთ ოჯახი საქართველოში, დასაქმებული ხართ ან გაქვთ წარმატებული ბიზნესი, გყავთ მანქანა და ფლობთ სხვადსახვა სახის ქონებას. ეს განამტკიცებს აზრს, რომ თქვენ ნამდვილად გაქვთ მიზეზი საქართველოში დაბრუნების. ამის გარდა წარადგინეთ ძველი პასპორტი, თუ მასში ძველი ვიზებია, რადგან ცარიელი პასპორტი არც თუ ისე დამაჯერებელია, ძველი პასპორტი კი იქნება იმის უტყუარი მტკიცებულება, რომ თქვენ ნამდვილად იყავით საზღვარგარეთ და ყოველთვის უკან დაბრუნდით წესების დარღვევის გარეშე;

  • აუცილებლად გადაამოწმეთ შევსებული ყველა გრაფა. ნებისმიერი ორთოგრაფიული შეცდომა შესაძლოა უარის მიზეზი გახდეს;

  • წარადგინედ მართალი ინფორმაცია, ნუ ეცდებით აჩვენოთ იმ შემოსავალზე უფრო მეტი რაც გაქვთ და ნუ გააყალბებთ დოკუმენტებს;

  • იცოდეთ თქვენი უფლებები, ახალი კოდექსის მიხედვით, ყველა აპლიკანტს შეუძლია გაასაჩივროს ვიზაზე უარი.

ვიზაზე უარის ძირითადი მიზეზებია: არასწორი ინფორმაციის მიწოდება, საბუთების ფალსიფიკაცია, დაბალი შემოსავალი, შენგენის ტერიტორიაზე შესვლის წესის დარღვევა, პირველადი გასვლა და ასე შემდეგ.

თუ გადაწყვეტ, რომ გააკეთოთ განაცხადი ვიზაზე დამოუკიდებლად, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ჩვენი ქოლცენტრზე: 2050110 და უფასოდ გაიაროთ კონსულტაცია.

Please reload

bottom of page