როგორ შევიმსუბუქოთ ხანგრძლივი გადაფრენა?
გამოცდილმა ავია მოგზაურებმა გაგვიზიარეს თავიანთი გამოცდილება თუ როგორ უნდა გავხადოთ ხანგრძლივი ფრენა ნაკლებად დამღლელი.

შეიძინეთ მოგზაურის სპეციალური ბალიში, რომელიც უზრუნველყოფს კისრის კომფორტულ მდგომარეობას, ეკონომკლასისთ ხანგრძლივი გადაფრენის დროს იგი შეუცვლელი ნივთია.
აუცილებლად თან გქონდეთ ყურსასმენები, მაქსიმალური ხმისჩამხშობებით, რომლის მეშვეობითაც თქვენ თითქმის არ შეგაწუხებთ ძრავის ხმაური, მეზობლების საუბარი, ბავშვების ხმაური და სხვა ხმები.
თან იქონიეთ საკმარისი რაოდენიბის წყალი, უკეთეს შემთხვევაში კი, ბორტზე აიტანეთ მაღალენერგეტიკული საკვები (მაგ. სნიკერსი). ეკონომკლასით მგზავრობისას თუ თქვენ შეძენილი არ გაქვთ დამატებით მომსახურება, ნუ გექნებათ იმედი, რომ სადილს უფასოდ მიირთმევთ. როგორც წესი კი თვითმფრინავში საკვები საკმაოდ ძვირი ღირს და არც თუ ისე გემრიელია.
გაითვალისწინეთ, რომ, რაც არ უინდა ცხელოდეს გარეთ, 10000 მეტრის სიმაღლეზე ტემპერატურა ძალიან დაბალია და ბორტზეც არც თუ ისე მაღალი ტემპერატურაა, ამიტომ ეცადეთ ჩაიცვათ დახურურლი ფეხსაცმელი, გრძელი შარვალი და გრძელსახელოიანი ზედა.
ეცადეთ ნუ შეაწუხებთ თქვენს ახლო მჯდომთ ხმაურით. ეცადეთ თავი აარიდოთ ნებისმიერი სახის კონფლიქტს.
ბორტზე შეგიძლიათ თან იქონიოთ, სმარტფონი, პლანშეტი ან კომპიუტერი, სადაც მომარაგებული გექნებათ საინტერესო ფილმები, სერიალები, მუსიკა ან წიგნები. სასურველია თუ თან იქონიებთ დამატებით აკუმულატორს ან პროტატულ დამტენს.
თუ შესაზლებოლაბა გაქვთ გაემგზავრეთ მხოლოდ ხელბარგით, ეს დანიშნულების ადგილზე ჩაფრენის დროს აგარიდებთ ბარგის დამღლელ ლოდის და საკმაო დროს დაგიზოგავთ.
ნუ დაჯდებით მთელი ფრენის განმავლობაში, რაიმე მიზეზით ადექით და გაიარეთ სალონში, გამოელაპარაკეთ სტიუარდესას და დაუსვით რაიმე კითხვა.
ხანგრძლივი გადაფრენის დროს უმჯობესია გასასვლელთან დაჯდეთ, აქ თქვენ შედარებით დიდი პირადი სივრცე გექნებათ და ადგომის და გავლის დროს არ მოგიწევთ გვერდითმჯდომების შეწუხება.
ვიზაჯორჯია გისურვებს ბედნიერ მგზავრობას!