top of page

გადატრიალება ავიაციაში-კატასტროფის დროს მგზავრები აღარ დაიღუპებიან

„ავიაკატასტროფის შემთხვევაში ადამიანები აღარ დაიღუპებიან, მთელმა მსოფლიომ უნდა გაიგოს, რომ შესაძლებელია თვითმფრინავით უსაფრთხო ფრენა“-აცხადებს მოლდოველი ახალ მეცნიერი ალექსანდ ბალანი.

ყველაფერი რამდენიმე წლის წინ ფინეთის უნივერსიტეტში დაიწყო, ბალანმა მეცნიერთა ჯგუფი შეკრიბა და სრულიად უტოპიური იდეის განხორციელება დაისახა მიზნად. ჯგუფმა გამოიგონა ქიმიური შენაერთების სითხე SIAAB1 2013, რომელიც შეერევა საწვავს, მას მწვანე, მყარ მასად გადაქცევს და აალება აღარ მოხდება.


როგორც ცნობილია თვითმფრინავის საწვავი საავიაციო ნავთია და კატასტროფის დროს მიწასთან შეჯახების შედეგად ლაინერი ფეთქდება. ახალი ნივთიერება კი მას აალების თვისებას დაუკარგავს. მეცნიერების მტკიცებით, 1 ლიტრი ქიმიური სითხე საკმარისი იქნება 100 ლიტრზე. ბუნებრივია, მხოლოდ ის, რომ დედამიწაზე დაცემისას საჰაერო ხომალდი აღარ აფეთქდება, მგზავრთა სიცოცხლეს ვერ იხნის. ალექსანდრ ბალანის ჯგუფმა ამ საკითხზეც იმუშავა და შექმნა მეორე ქიმიური შემადგენლობა – სითხისა და ქაფის ჰიბრიდი SIAAB@2013, რომელიც სპეციალურ ტიტანიკს კაფსულებში მოთავსდება და თვითმფრინავში დამონტაჟდება. კატასტროფამდე 8 წამით ადრე კაფსულა დაიწყებს მოქმედებას, სალონი აივსება ქაფით და გამყარდება. ეს მგზავრების გარშემო დამცავ გარსს შექმნის, რაც იმას ნიშნავს რომ დავარდნისას მგზავრები ტრავმას აღარ მიიღებენ.


ბალანის გამოგონების გამოცდა 2 წლის წინ ჩაუტარეს, ექსპერტტათვის და მეცნიერებისთვის ეს ნამდვილი შოკი იყო. დღეს მთელი მსოფლიო მის აღომოჩენაზე ლაპარაკობს. ჩინური ტექნიკური კორპორაცია მზადაა, ამ გამოგონებაში მილიარდები ჩადოს.


პროექტის ტესტირება კალიფორნიაში, პოლიგონზე მოხდება. თუ ყველაფერი კარგად ჩაივლის, უსაფრთხოების სისტემა მთელ მსოფლიოში დაინერგება როგორც საავიაციო, ასევე საავტომობილო მრეწველობაში.

Please reload

bottom of page