სავიზო საკითხები: თუკი საქართველოდან წასვლა გადაწყვიტეთ

11 Apr 2016

მოგზაურობა სულ უფრო ხშირად ფიგურირებს საქართველოს მოსახლეობის გატაცებათა ნუსხაში. რა შესაძლებლობები აქვს ქართულ პასპორტს? სად დაგხვდებათ „მწვანე შუქი“ და სად — მკაცრი საბაჟო კონტროლი?

შენგენის ზონა

შენგენის ვიზა — ეს ჯადოსნური საბუთია, რომელიც უცხოელებს ერთბაშად ევროპის 26 ქვეყანაში დაუბრკოლებლად გადაადგილების საშუალებას აძლევს. ეს ქვეყნებია:  ავსტრია, ბელგია, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ისლანდია, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ჰოლანდია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, ლიხტენშტეინი.

როგორც ვარაუდობენ, 2016 წლის ზაფხულისთვის საქართველოს მოქალაქეები ბიომეტრული პასპორტებით შეძლებენ შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობას. მანამდე კი ევროპაში სამოგზაუროდ ქართველებს სავიზო ჯოჯოხეთის ყველა წრის გავლა მოუწევთ.

მოკლედ, ვავსებთ  აპლიკაციას, ვჯავშნით ავიაბილეთსა და სასტუმროს, ვაკეთებს სამოგზაურო სამედიცინო დაზღვევას (ქვეყანაში ყოფნის ვადა), ვიღებთ ორ ცალ ბიომეტრულ ფოტოს, ვიხდით საკონსულო მოსაკრებელს (35-დან 65 ევრომდე — სხვადასხვა საკონსულოს სხვადასხვა ნიხრი აქვს) და ყველანაირად ვადასტურებთ, რომ ფინანსურად უზრუნველყოფილები ვართ: წარვადგენთ სახელფასო ცნობას, ბოლო სამი თვის განმავლობაში შემოსავალ-გასავალზე საბანკო ამონაწერს და ასევე ბანკის ცნობას თქვენს ანგარიშზე საკმარისი თანხის არსებობის თაობაზე (ქვეყანაში ყოფნის თითოეულ დღეზე დაახლოებით 50 ევრო).

თუ უმუშევარი ბრძანდებით, უნდა მიუთითოთ იმ პირის ყველა მონაცემი, რომელიც ფარავს თქვენი მოგზაურობის ხარჯებს. სტუდენტებმა და პენსიონრებმა, ფინანსური გარანტიების გარდა, ასევე  უნდა წარადგინონ სტუდენტობის დამადასტურებელი მოწმობა და საპენსიო ბარათი.

დანიშნულ დღესა და საათზე ვაბარებთ საბუთებს, ვცდილობთ თავი მოვაწონოთ საკონსულოს თანამშრომელს, რომელიც გასაუბრებას გვიტარებს, გავდივართ თითების ანაბეჭდების სკანირების პროცესს, ველოდებით ათი სამუშაო დღის გასვლას და… ვუალა! პარიზში ვართ.

რუსეთი

ეს საქართველოს მოქალაქეების პოპულარული მიმართულებაა და რუსეთის ხელისუფლება უახლოეს მომავალში გეგმავს მათთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას. მანამდე კი რუსეთში გასამგზავრებლად ქართველებს სპეციალური ვიზების გაფორმება უწევთ.

შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესთა სექცია სამი სახის ვიზას გასცემს: ერთჯერადს (საკონსულო მოსაკრებელი 60 დოლარი), ორჯერადს (90 დოლარი) და მრავალჯერადს (160 დოლარი).

განაცხადზე პასუხს 4-დან 20-მდე სამუშაო დღეში მიიღებთ. თუ დამატებით თანხას, ანუ შესაბამისად 110, 170 და 310 დოლარს გადაიხდით, პროცესი შეგიძლიათ სამ დღეში დაასრულოთ. 
ინტერესთა სექციაში მიღებაზე წინასწარ უნდა ჩაეწეროთ. ანკეტა ელექტრონულ ფორმატში ივსება.

საბუთების სტანდარტული ნაკრების გარდა, საქართველოს მოქალაქეებს ასევე ესაჭიროებათ მიწვევა ნათესავისგან ან ორგანიზაციისგან.

რუსეთის ვიზის მისაღებად აუცილებელი საბუთების სტანდარტული ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

• უცხოეთის პასპორტი (რომელიც ვიზის ვადის ამოწურვიდან კიდევ სულ მცირე 180 დღე მაინც იქნება მოქმედი)

• მიწვევის დედანი — ბლანკზე ან მისი ბეჭდური ფორმა, თუკი მიწვევა ელექტრონულია.
• სავიზო ანკეტა ფერადი ფოტოებით, ზომა 3,5x4,5 სმ, რომელიც უშუალოდ საბუთების ჩაბარების წინ იქნება გადაღებული.

• „დროებით საცხოვრებელი“ ვიზის მისაღებად ასევე აუცილებელია სერთიფიკატი, რომელიც დაადასტურებს, რომ შიდს-ის ვირუსის მატარებელი არ ხართ (სერთიფიკატის მოქმედების ვადა — 3 თვე).

• 18 წლამდე ბავშვებისთვის დამატებით აუცილებელია დაბადების მოწმობის ასლი და ასევე მშობლის/მშობლების თანხმობა ქვეყნიდან გასვლაზე.

  ყველა საბუთს უნდა ახლდეს რუსული თარგმანი, რომელიც ნოტარიულად იქნება დამოწმებული. პასპორტის თარგმნა საჭირო არ არის.

აშშ

იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქემ საკუთარი თვალით იხილოს „ამერიკული ოცნების“ ყველა ღირსება და ნაკლი, აუცილებელია ვიზა. არსებობს ამერიკის ვიზის უამრავი კატეგორია, ისეთიც კი, როგორიცაა „აშშ მოქალაქის საქმროს/საცოლისა და მეუღლის ვიზა“. სხვათა შორის, ეს ყველაზე ძვირადღირებული კატეგორიაა — 265 დოლარი ღირს.

ტურისტული ვიზაზე განაცხადის განხილვა 160 დოლარი ჯდება. თანხას ეროვნულ ვალუტაში გადაიხდით, სპეციალური კურსით — 1$ =2.60 ლარი.

გირჩევთ, რომ არაიმიგრაციულ ვიზაზე განაცხადი გამგზავრების სავარაუდო თარიღამდე სამი თვით ადრე შეიტანოთ. გასაუბრებაზე სპეციალური საკონსულო მომსახურების მეშვეობით უნდა ჩაეწეროთ. 
საბუთების სტანდარტული ნაკრების გარდა (შევსებული აპლიკაცია, ფინანსური გარანტიები, პასპორტი, ფოტოსურათი) გასაუბრებაზე უნდა წარადგინოთ: საქართველოს ბანკის ქვითარი საკონსულო მოსაკრებლის გადახდის თაობაზე, გასაუბრებაზე მიწვევის წერილი — იმის დასტურად, რომ გასაუბრებაზე ზემოთ აღნიშნული სამსახურის მეშვეობით ჩაეწერეთ.

თუ მანამდე ხართ აშშ-ში ნამყოფი, თან იქონიეთ თქვენი მიმდინარე საიმიგრაციო ან სავიზო სტატუსის დამადასტურებელი საბუთები.

გასაუბრებაზე ასევე შეგიძლიათ თან იქონიოთ ნებისმიერი ისეთი საბუთი, რომლებიც, თქვენი აზრით, ადასტურებს საკონსულოს თანამშრომლისთვის წარდგენილ ინფორმაციას.

დამადასტურებელი საბუთები — ეს ერთია იმ უამრავ ფაქტორს შორის, რომლებსაც საკონსულოს თანამშრომელი გასაუბრებაზე განაცხადის განხილვისას ითვალისწინებს. საკონსულოს თანამშრომლები თითოეულ შემთხვევას ინდივიდუალურად განიხილავენ და გადაწყვეტილების მისაღებად ითვალისწინებენ პიროვნების პროფესიონალურ, სოციალურ, კულტურულ და სხვა ფაქტორებს. საკონსულოს თანამშრომელს შეუძლია მხედველობაში მიიღოს თქვენი განზრახვები, ოჯახური მდგომარეობა, გრძელვადიანი გეგმები და პერსპექტივები.

თურქეთი

 

კოლორიტული თურქეთის სილამაზეებით ტკბობა შეუძლიათ არა მხოლოდ ქართული პასპორტებს მფლობელებს, არამედ საქართველოს მოქალაქის პიროვნების დამადასტურებელი ახალი ბიომეტრული მოწმობების (ID) მფლობელებსაც. ეს დოკუმენტები უფლებას გაძლევთ თურქეთში 90-დან 180 დღემდე პერიოდში დარცეთ.

თურქეთში უფრო ხანგრძლივი ვადით დასარჩენად (სწავლა, მუშაობა) საქართველოს მოქალაქეებს შესაბამისი ვიზა ესაჭიროებათ.

 

სომხეთი

 

სომხეთის მოსანახულებლად საქართველოს მოქალაქეებს ვიზა არ ესაჭიროებათ. მხოლოდ მოქმედი საერთაშორისო „პასპორტი-ჯან“ და აბა, კარგად!

 

აზერბაიჯანი

 

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის უვიზო რეჟიმი მოქმედებს. როგორც კი წასვლ