საქართველო ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების ექვსეულშია

15 Apr 2016

კრიმინალური ინდექსის მიხედვით, 117 ქვეყანას შორის საქართველო ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების ექვსეულშია.

 

საქართველოს უსაფრთხოების თვალსაზრისით მხოლოდ ტაივანი, ჰონგ კონგი, იაპონია, სინგაპური და სამხრეთ კორეა უსწრებენ.

კრიმინალური ინდექსის მიხედვით, საქართველოში უსაფრთხოების ინდექსი 77.84%-ზეა, ხოლო კრიმინალის - 22.16%-ზე.

ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან, უკრაინა 43-ე ადგილზეა, თურქეთი 71-ეზე, რუსეთი 50-ეზე, აზერბაიჯანი 87-ეზე, ხოლო სომხეთი 93-ეზე.

კრიმინალური ინდექსის მონაცემებით, ყველაზე საფრთხის შემცველ ქვეყანათა ხუთეულში ვენესუელა, სამხრეთ სუდანი, სამხრეთ აფრიკა, პაპუა ახალი გვინეა და ჰონდურასი არიან.

ამ მონაცემების მიხედვით, ამერიკის შეერთებული შტატები 42-ე ადგილზეა, დიდი ბრიტანეთი 62-ე, შვეიცარია 105-ეა, ხოლო საფრანგეთი კი - 59-ე. წყარო: (www.ipress.ge)

Please reload

Please reload