თავისუფლების კუნძული - კუბა

18 Apr 2016

„თავისუფლების კუნძული“ - სახელიც კი უჩვეულოდ მაცდურად ჟღერს. მაშინვე გიჩნდება გარისკო და გაემგზავრო ქვეყნის დასალიერში, მხოლოდ იმის გამო, რომ ეს მინიატურული, მაგრამ საოცრად ამაყი ქვეყანა მოინახულო.
კუბა ეს უამრავი ფერების პალიტრაა, სადაც ყველა ჩვენგანს შეუძლია  მისთვის სასურველი ფერი აარჩიოს. აქ მიემგზავრებიან განწყობისთვის, კარიბის ეგზოტიკის სანახავად ან უბრალოდ სულიერი ამაღლებისთვის. ძველი ჰავანას არქიტეტურა პირველივე დანახვისთანავე აღფრთოვანებას იწვევს, ხოლო რეტრო და სატვირთო ავტომობილები და კი გიქმნიან განცდას რომ თქვენ რამოდენიმე ათეული წლით უკან დროში გადაადგილდით.
კუბური სიგარები, ჩე გევარა, ლაჟვარდოვანი ნაპირები, ჰავაური რომი, ეროვნული ნაკრძალები, ლათინური ცეკვები, ეს ის არასრული ჩამონათვალია რითაც კუბა მთელ მსოფლიოში მოგზაურთა უდიდეს ინტერესს იწვევს.