top of page

ბრიუსელი - ევროპის მარგალიტი

რა არის საჭირო ნამდვილი ევროპული დასვენებისთვის: დილით - საუკეთესო კრუასანი ქუჩის კაფეში, დღისისთ - მრავალფეროვანი კულტურული პროგრამა, საღამოს კი - ფართი და დისკოთეკა გათენებამდე. ამ ყველაფერს ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული ევროპული დედაქალაქი - ბრიუსელი გთავაზობს.

ფრანგული და ფლამანდიური კულტურების გზაგასაყარზე გაშენებული ქალაქი ევროპის ყველაზე კოსმოპოლიტურ ცენტრად ითვლება. მდიდარი კულტურული პროგრამა, საინტერესო სანახაობები, ღამის კლუბებისა და დისკოთეკების მრავალფეროვანი არჩევანი. ბრიუსელში სამოგზაუროდ მეგობრების კომპანია საუკეთესო ვარიანტია.

ბრიუსელი ძალზე კომპაკტური, მოსახერხებელი იმფრასტრუქტურის მქონე ქალაქია. სხვა ევროპული ქალაქების, მაგალითად, პარიზისა და ლონდონისგან განსხვავებით, აქ თითქოს ყველაპერი ხელისგულზეა, ბრიუსელის ყველა ღირსშესანიშნაობა ცენტრში ბულვარების ქსელშია თავმოყრილი მას პატარა რკალს (petit ring) ეძახიან.

ქალაქის გაცნობა მისი ცენტრით და დიდი ბაზრობით უნდა დაიწყო (grote markt) ეს ფლამადიური რენესანსის სტილის ულამაზესი შენობებით გარშემორტყმული მოედანია.აქვე მდებარეობს ბრიუსელის საქალაქო მუზეუმი. მე-16 საუკუნის ეს შენობა ქალაქის ისტორიისა და ტრადიციების შესახებ საუკეთესო წარმოდგენას შეგიქმნის. აუცილებლად უნდა მოინახულო ბრიუსელის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი. ასევე „ატომიუმი“ თავის დროზე ის ბრიუსელის საერთაშორისო გამოფენისთვის შეიქმნა დღეს კი ქალაქის ერთ-ერთი მთავარი გასართობი ცენტრია.

ბრიუსელი კიდევ იმით არის მიმზიდველი, რომ ყოველ საღამოს შეიძლება ქუჩის არაჩვეულებრივი მუსიკალური ფესტივალების, მხატვრების აქციების მოწმე და უნებლიე მონაწილე გახდე.

St. Gilles-ისა და Ixelles-ის მახლობლად თუ დაბინავდები შესანიშნავი კაფეებითა და პარკებით იქნები გარემოცული. ბელგიური სამზარეულოს გასაცნობათ Belga Queen-ში უნდა შეიარო და იქაური სამზარეულოს სიამაყე - ბელგიური ლუდი დააგემოვნო. ბელგიური ლუდი ბევრად განსხვავდება სხვა ევროპული ლუდებისგან: ის უფრო მძიმე, მათრობელა და არომატულია. მას კათხებით ვერ დალევ, ჩვეულებრივ ლუდი ბრიუსელში ფართო ბოკალით ისმება. ლუდი ბელგიური კერძების მოსამზადებლადაც ინტენსიურად გამოიყენება.

ბრიუსელის ქუჩებში ღამის ბარები დილამდე მუშაობს.თუკი ღამის კლუბებისა და დისკოთეკების მოყვარული ხარ Bourse-ის მიდამოებს ესტუმრე აქ მოგხიბლავს კლუბი Java - პატარა, მაგრამ ძალზე მოდური კლუბი მიწისქვეშა საცეკვაო მოედნითა და ბარით ღია ცის ქვეშ. დი-ჯეი-ბარებს შორის Fuse ყველაზე პოპულარულია აქ შოუებს ბიორკი, მარუშკა, კარლ კოქსი და სხვა ცნობილი მუსიკოსები მართავენ.

გიჟური ღამის რიტმის დასავიწყებლად დისკოთეკის მეორე დღეს გირჩევ Spa პროცედურებს მიმართო და 30-იან წლებში აშენებულ Victor Boin Baths-ში შეიარო.

შესანიშნავი ევროპული არდადაგების დასასრულს, კიდევ ერთი სიამოვნება ბრიუსელში-შოპინგია. აქ ცნობილი დიზაინერების ბუტიკებთან ერთად იაფი და ხელმისაწვდომი ბრენდის პროდუქციასაც შეიძენ. მეგობრებისთვის საჩუქრად ყველაზე კარგი ვარიანტი ბელგიური შოკოლადია.

დაბოლოს, არ დაგავიწყდეს, ბრიუსელი მსოფლიოს- ერთ-ერთი ყველაზე ფოტოგენური ქალაქია და შეგიძლია ბევრი ფოტო გადაიღო.

ბედნიერ არდადაგებს გისურვებ!

Please reload

bottom of page