გადავადების პუნქტი ვიზალიბერალიზაციის შეთანხმებაში
გერმანული "დი ველტის" ინფორმაციით, ევროკავშირმა საქართველოსთან, უკრაინასთან, თურქეთსა და კოსოვოსთან ვიზალიბერალიზაციის შეთანხმებაში, შესაძლოა, ე.წ გადავადების პუნქტი ჩადოს.სპეციალური პუნქტი თურქეთისთვის გულისხმობს სავიზო რეჟიმის შეწყვეტას იმ შემთხვევაში, თუ ანკარა ლტოლვილებთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს არ შეასრულებს.

გამოცემის ინფორმაციით, მსგავსი პირობა შესაძლოა საქართველოსთვის, უკრაინისა და კოსოვოსთვისაც ამოქმედდეს. გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ გადადების პუნქტის ჩადება ვიზალიბერალიზაციის შეთანხმებაში საფრანგეთმა და გერმანიამ მოითხოვა. საბოლოო გადაწყვეტილება შესაძლოა 21 აპრილს ლუქსემბურგში, ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიიღონ. წყარო: პრესა.ჯი