top of page

ევროპის 8 ქალაქი - ნომინაცია: ყველაზე ძვირი, სუფთა და ცუდი ქალაქები


ყოველ წლიურად ევროპელი ექსპერტები სხვადასხვა ქალაქში ატარებენ კვლევებს და ადგენენ ევროპის ქალაქების რეიტინგს. 2015 წლის მონაცემები კი ესეთია ქალაქების ნომინაციის მიხედვით:

1-ლი ნომინაცია: "ყველაზე ძვირი და ყველაზე იაფი ქალაქი"

რეიტინგი ეფუძვნებოდა მომსახურების სფეროს ფასებს, რომლებიც თითოეულ ტურისტს სჭირდება: ცხოვრება ოთხვარსკვლავიან სასტუმროში, ერთი ბოკალი მარტინი, პიცა და ტაქსით მგზავრობა 8 კილომეტრის მანძილზე. ამ კრიტერიუმების მიხედვით, პლანეტის ყველაზე ძვირი ქალაქი პარიზი აღმოჩნდა, სადაც მოგზაურს დღე-ღამესი 303 ევრომდე სჭირდება. თუმცა ეს ფაქტორი სულაც არ უშლისხელს პარიზს, რომ იმავდროულად მსოფლიოში ყველაზე მეტი ტურისტით მოიწონოს თავი.

ტურისტულად ყველაზე იაფი ქალაქი სოფია აღმოჩნდა-ბულგარეთის დედაქალაქი, სადაც დღე-ღამეში 15 ევროც საკმარისია. ამის გამო ეს ქალაქი საკმაოდ პოპულარულია ტურისტებში.

2-ე ნომინაცია: "იდეალურ ქალაქი ბავშვებთან ერთად დასვენებისთვის"

თუ ბავშვებთან ერთად გადაწყვეტთ მოგზაურობას ევროპაში, მაშინ იდეალური ქალაქი, სადაც ბავშვები ყველაზე მეტ შთაბეჭდილებას მიიღებენ, გაერთობიან და დაისვენებენ ესაა ფლორენცია. თან ეს ყველაფერი ისე, რომ თქვენ დასვენების კომფორტი მაქსიმალურად შეინარცუნოთ.

3-ე ნომინაცია: "ყველაზე მოსაწყენი ქალაქი"

ესეთი ქალაქი ყოფილა ბრიტანული ბირმინჰემი. აქ ყველაზე ცოტა რამაა, რითაც შეიძლება გაერთოს ადამიანი. ასე რომ თუ გინდათ ბევრი თავგადასავალი და გართობა, მაინდა მაინც ბირმინჰეიმისკენ ნუ დაეძალებით.

4-ე ნომინაცია: "ყუველაზე უსაფრთხო ქალაქი"

ეს ნომინაცია წილად ხვდა რათქმაუნდა სტოკჰოლმს, აქ კრიმინალი თითქმის არ ხდება და უდარდელად შეგიძლიათ იხეტიალოთ მის ყველაზე ბნელ უჩებში დღის ნებისმიერ დროს.

5-ე ნომინაცია: "ყველაზე რომანტიული ქალაქი"

დიახ, სწორად გამოიცანით, ყველაზე რომანტიული ქალაქი, რათქმაუნდა, ზღაპრული ვენეციაა. იგი ამ ნომინაციას არავის უთმობს. აქ შენი საყვარელი ადამიანისთვის ყველაფერია, რასაც კი მოისურვებთ.

6-ე ნომინაცია: "ყველაზე სუფთა ქალაქი"

გერმანიის დედაქალაქი ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა ქალაქად დასახელდა. ამის საფუძველი რათქმაუნდა, ბერლინში არსებული ბევრი მოწესრიგებული ბაღი, სკვერი და რეკრეაციული ზონებია. სხვა გიგანტი ქალაქებიდან, ბერლინი ყველაზე ნაკლებად აბინძურებს გარემოს და ყველაზე სუფთა ქალაქის ტიტულს უდაოდ იმსახურებს.

7-ე ნომინაცია: "მძღოლებისთვის ყველაზე ცუდი ქალაქი"

სუსტი ნებისყოფის ადამიანებს მოსკოვის ქუჩებში საჭესთან ჯდომას არ გვირჩევენ მკვლევარები. ყველაზე მეტი საგზაო უწესრიგუბა და გაუმართავი სავალი ნაწილი აქ დაგხვდებათ. სხვა ქალაქებთან შედარებით, არც მძღოლები გამოირჩევიან ლოიალურობით და წესრიგის დაცვით. თუმცა, მოსკოვის თავისებური ხიბლი, არქიტექტურა, ულამაზესი ზამთარი უდაოდ ჩრდილავს მის ამ წარუმატებელ სტატუსს.

8-ე ნომინაცია: "შოპინგის ქალაქი" ლონდონი საუკეთესო ქალაქი აღმოჩნდა შოპნგგისთვის. აქ შეიძენთ საუკეთესო ხარისხის და ბრენდის პროდუქციას, ნახავთ ყველაფერს, რასაც კი მოისურვებთ.

Please reload

bottom of page