ზამთრის ცხელი კურორტები

1 Feb 2016

არსებობს მოსაზრება თითქოს ზღვაზე  დასვენება მხოლოდ ზაფხულის პერიოდშია შესაძლებელი. რა თქმა უნდა ეს ასე არ არის. არსებობს უამრავი კურორტი სადაც ზღვაზე ბანაობა და გარუჯვა წლის ნებისმიერ დროს შეიძლება.

ზამთრის პერიოდში  ყველაზე პოპულარული მიმართულებები ზღვაზე დასვენებისთვის არის: ტაილანდი, ეგვიპტე, არაბეთის გაერთიანებული საემიროები, კუბა, მექსიკა, დომინიკა, კანარის კუნძულები, ვიეტნამი,  გოა, შრი-ლანკა, მალდევიბი და სხვა.

ჩვენ ზოგიერთ მათგანზე მოგითხრობთ.

 

 

ეგვიპტე

ზამთარში ეგვიპტეში დასვენება უკვე ტრადიციათ იქცა, რადგან სხვა მსგავსი კლიმატური პირობების კურორტებთან შედარებით ეგვიპტეში დასვენება ბევრად იაფი დაგიჯდებათ და რაც მთავარია საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ ჩარტერული რეისით ყოველ ორშაბათს, თბილისი-შარმ ელ შეიხი-თბილისი, რაც ეგვიპტეში დასვენებას უფრო მოსახერხებელს ხდის.

 

ტაილანდი

ტაილანდში დასვენება სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. აქ თქვენ შეგიძლიათ დაისვენოთ უბრალოდ სანაპიროზე, დაკავდეთ დაივინგით, გაემგზავროთ ეკოტურისტულ მარშრუტებში, ასევე შესაძლებელია შეიძინოთ კომბინირებული ტურები. ტაილანდში გამგზავრების საუკეთესო პერიოდია ნოემბრიდან-მარტის თვის ჩათვლით.

ყველა ჩენთაგანას  ალბათ ახსოვს უჩვეულოდ ლამაზი ფილმი  - „პლიაჟი“ - ლეონარდო დი კაპრიოს მონაწილეობით და ალბათ ყველა ჩვენთაგანს უოცნებია ასეთ ადგილზე მოხვედრაზე. გაემგზავრეთ ტაილანდში, სწორედ  აქაა გადაღებული აღნიშნული ფილმი. ჩვენ კი მოგაწვდით მცირე ინფორმაციას ტაილანდის კურორტებზე:

  • ჰაერის საშუალო ტემპერატურა ტაილანდში არის 28-30 გრადუსი

  • წყლის საშუალო ტემპერატურა სიამის ყურეში 25 გრადუსი

  • ყველაზე პოპულარული კურორტები: ფხუკეთი, პატაია

  • საშუალო ბიუჯეტი 1000$

კანარის კუნძულები

კანარის კუნძულები იდეალურია მათთვის, ვისაც ცხელი ამინდების გადატანა უჭირს. აქ ძალიან ბევრი რამაა, რაც თქვენზე დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს : ოკეანე, ვულკანი, საინტერესო ექსკურსიები და ღამის ცხოვრება.

კანარის კუნძუკები კირჩხიბის ტროპიკზე მდებარეობს და ყველაზე ჯანსაღ კლიმატურ ზონად ითვლება. მთელი წლის განმვალობაში აქ  ტემპერატურა 17დან 27 გრადუსამდე მერყეობს, ხოლო წყლის ტემპერეატურა 20 გრადუსზე ქვემოთ არასდროს ჩამოდის.

კუნძულების მონახულება წლის ნებისმიერ დროს შესაძლებელია, მთელი წლის განმავლობაში აქ შეგიძლიათ დაისვენოთ როგორ პლიაჟს მოყვარულებმა, ასევე სეირნობის და მთის მოყვარულებმაც. თუმცა ტურისტების ყველაზე დიდი ნაკადი აქ, ტენერიფეს კარნავალზე ჩადის, რომელიც თებერვლის დასაწყისიდან მარტის შუა რიცხვებამდე გრძელდება.

 

არაბეთის გაერთიანებული საემიროები

ემირატები ზამთარში ტურისტებისთვის „ათას ერთი ღამის ზღაპარ“-ს გავს, ლამაზი არქიტექტურა, მომავლის ინფრასტუქტურა, განსაცვიფრებელი ეკზოტიკური მცენარეები, სავაჭრო ცენტრები, ტრადიციული აღმოსავლური ბაზრობები. აქ თანამედროვე დასავლური ცივილიზაცია და აღმოსავლური კულტურა იდეალურად ერწმის ერთმანეთს. საშუალო ტემპერატურა ზამთარში 25-28 გრადუსია, წყლის ტემპერატურა კი 18-19 გრადუსი.

აქ თქვენ მიიღებთ უმაღლესი ხარისხის მომსახურებას, იცხოვრებთ კომფორტულ სასტუმროში, მოინახულებთ ოქროსფერ სანაპიროებს. გარდა ამისა ეს იდეალური ადგილია როგორც პროფესიონალური ის სამოყვარულო შოპინგისთვის.

 

კუბა

თვითმხილველთა აზრით, კუბა ეს სამოთხეა დედამიწაზე. მწველი სალსას რიტმი, მათრობელა კოქტეილები, მკვეთრი ფერები, ლაჟვარდოვანი ცა, ზურმუხტისფერი ცა, ცხელი ოქროსფერი ქვიშები, ის, რაზეც ზამთარში ყველა  ვოცნებობთ.

კუბაში თავისუფლება განსაკუთრებით აღიქმება, აქ შეგიძლია ყველაფერი აკეთო და არაფრის გეშინოდეს.

გარდა გასაოცარი კოქტეილებისა, აქ შეიგძლიათ მოძებნოთ შესანიშნავი პლიაჟი და არაფერი არ აკეთოთ, დაივინგის მოყვარულებს კი გასაოცარი წყალქვეშა სამყარო ელოდება, ეკოტურისტებს კი ტროპიკული ტყეები, ხოლო მათ ვისაც ლათიონოამერიკულ კულტურას სურს, ეზიაროს კუბის ღამის ცხოვრება ელოდება.

ტემპერატურა ზამთარში 22-24 გრადუსი

კარიბის ზღვის წყლის ტემპერატურა 26 გრადსუსი.

 

გოა
ბოლო წლების განმავლობაში ახაგაზრდა მოგზაურებში გოა განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.

ტემპერატურა 28-32 გრადუსი.

წტლის ტემპერატურა 23-25 გრადუსი.

გოაზე თქვენ იხილავთ, თუ როგორ ერწყმის აღმოსავლური და დასავლური კულტურის სინთეზი, ინდურ კოლორიტს.  ეს უჩვეულო  კავშირი აღიქმება ყველგან, არქიტექტურით დაწყებული, სამზარეულოთი დამთავრებული, გარდა ამისა მნიშვნელოვანია გოაზე ცხოვრების დაბალი ფასები. თუმცა თუ თქვენ მაქსიმალური კოფორტის მოყვარული ხართ ფეშენებელურ სასტუმროსაც ადვილად იპოვით.

უსასრულო თეთრი პლიაჟები, პალმები, სუნელების არომატი ჰაერში და თავბრუსდამხვევი ღამის ცხოვრება, ეს ის არასრული ჩამონათვალია, რაც გოაზე დასვენებას უჩვეულოს და საოცრად ეგზოტიკურს ხდის.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მოქალაქეებისათვის გამარტივებულია ვიზის მიღება, რაც კიდევ უფრო ხელმისაწვდომს და ადვილს ხდის გოაზე მოგზაურობას.

Please reload

Please reload

Please reload

Please reload

ვიზაჯორჯია

დ. აღმაშენებლის გამზ.175, თბილისი 0112, საქართველო

ტელ: +995 577694168 ; +995 577694169 ; 995 557591449

ელ-ფოსტა:  info@visageorgia.ge

 

  • Grey Facebook Icon
  • Grey Google+ Icon
  • Grey YouTube Icon
  • Grey Instagram Icon
© 2018 ყველა უფლება დაცულია