როგორ შევამოწმოთ მწვანე ბარათის გათამაშების სტატუსი

მწვანე ბარათის ე.წ. Green Card-ის გათამაშების შედეგების შემოწმება შესაძლებელია აშშ-ს საემიგრაციო სამსახურის ოფიციალურ გვერდზე: https://www.dvlottery.state.gov/ESC/ 2019 წლის 7 მაისიდან. თუ გაქვთ მონაწილეობა მიღებული ლატარიაში, შედეგის გაგება ძალიან მარტივია.
გთავაზობთ ინსტრუქციას:
გადავდივართ ლინკზე: https://www.dvlottery.state.gov/ESC/ და გაეცნობით გათამაშების შედეგების შემოწმების ზოგად ინსტრუქციას (ინგლისურ ენაზე), და ვკლიკავთ ღილაკზე Continue

საიტი გადავა ახალ გვერდზე, სადაც შეგყავთ მონაცემები:
1. სარეგისტრაციო უნიკალური კოდი, რომელიც იწყება 20-ით;
2. მიუთითეთ თქვენი გვარი ინგლისურ ენაზე;
3. მიუტითეტ თქვენი დაბადების წელი;
4. ბოლო ველში შეიყვანეთ დამცავი კოდი.

მონაცემების სწორად შეყვანის შემდეგ, სისტემა გამოგიტანთ შეტყობინებას ლატარიის შედეგის შესახებ.
მათ, ვინც ვერ მოახერხებს გათამაშების სტატუსის შემოწმებას, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ვიზაცენტრის ტელეფონზე ან გვესტუმროთ ოფისში:. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზ. 175.
მწვანე ბარათის გათამაშების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.
შეგახსენებთ, ვიზაჯორჯიაში შესაძლებელია ლატარიაში გამარჯვებულთა შემდგომი მომსახურება. კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონზე: 032 205 01 10.
გისურვებთ წარმატებებს!