10 ყველაზე პოპულარული ექსკურსია!

ჰურგადის ექსკურსიები საუკეთესო შესაძლებლობაა გახადოთ დასვენება უფრო სასიამოვნო და მრავალფეროვანი, გაეცნოთ არა მხოლოდ ქალაქს, არამედ მთელი ეგვიპტის ისტორიას და მის სილამაზეს. ქალაქის ხელსაყრელი მდებარეობა გაძლევს შესაძლებლობას მოინახულო ბევრი საინტერესო ადგილი. ექსკურსიები იმდენად მრავალფეროვანია, რომ ყველას შეუძლია ამოირჩიოს სასურველი გემოვნების და ფასის მიხედვით. ექსკურსიის შეძენა ძალიან მარტივია. სასტუმროში განთავსების შემდეგ მოგაკითხავთ გიდი, რომელიც შემოგთავაზებთ მრავალფეროვან საექსკურსიო კატალოგს. არჩევანის გაკეთებაში ჩველი გამოცდი გუნდის რჩევები დაგეხმარებათ.
1 კუნძული Paradise (Giftun) – ტური მოიცავს გემით ერთდღიან მოგზაურობას წითელ ზღვაზე და კუნძულ Paradise- ის მონახულებას, რომელიც თავისი სილამაზით უამრავ ტურისტს იზიდავს. ეს ნამდვილად იქნება ერთ-ერთი დაუვიწყარი დღე თქვენს ცხოვრებაში.
ფასი 42$ (ბავშვებისთვის 25$)

2 გრანდ აკვარიუმი -- ეს არის სრულიად ახალი კომპლექსი ჰურგადაში, რომელიც მოიცავს პატარა ზოოპარკს და გიგანტურ, სხვა და სხვა ფორმის აკვარიუმებს. ასევე კომპლექსის ტერიტორიაზე არის რამდენიმე კაფე, სადაც თქვენ შეგიძლიათ გაატაროთ სასიამოვნო დრო კომპლექსის დათვალიერების შემდეგ. ტური განკუთვნილია მათთვის ვისაც სურს ერთ სივრცეში მოინახულოს და გაეცნოს წითელი ზღვის ბინადრებს. განსაკუთრებით აღფთოვანებულები ბავშვები დარჩებიან, ამ საუცხოო სანახაობით.
ფასი 50$ (ბავშვებისთვის 25$)

3 დაივინგი -- წითელი ზღვა ითვლება ყველაზე ლამაზ და თვალწარმტაც სანახაობად. მის სილამაზეს სიტყვებით ვერ გადმოსცემ თავად უნდა გამოსცადოთ წყალქვეშა მოგზაურობა, ამისთვის კი საუკეთესო გზა დაივინგია.
ფასი 70$

4 დელფინარიუმი -- საათნახევრიან წარმოდგენაზე თქვენ იხილავთ ნათელ და შთამნბეჭდავ დელფინების შოუს. შთაბეჭდილებები იქნება დაუვიწყარი. თქვენც და თქვენს პატარებსაც ზღვის ბინადართა არტისტზმი ნამდვილად გაგაოცებთ.
ფასი 50$ (ბავშვებისთვის 25$)

5 კატამარანი -- ექსკურსია ნავით იდეალურია მათთვის, ვისაც სურს წითელი ზღვის წყალქვეშა სამყაროს გაეცნოს დაივინგის გარეშე. ამოიცანით წყალქვეშა სამყაროს საიდუმლოება კატამარანის ბორტიდან მის უჩვეულო წყალქვეშა კონსტრუქციის ოთახიდან დაინახავთ მთელი წითელი ზღვის სილამაზეს რაც თქვენზე ნამვილად გასაოცარ შთაბეჭდილებას დატოვებს.
ფასი 37$ ( ბავშვებისთვის 25$)

6 ლუქსორი -- ეს არის ისტორიული ქალაქი თებეს ადგილსამყოფელი და ქალაქი მუზეუმი ღია ცის ქვეშ. მისი ღირსშესანიშნაობანია: ლუქსორის ტაძარი, კარნაკის ტაძარი, ლუქსორის მუზეუმი, მუმიფიკაციის მუზეუმი, მეფეთა და დედოფალთა ველი, დიდგვაროვანთა სამარხები, მემნონის კოლოსი და სხვა.
ფასი 102$ ( ბავშვებისთვის 65$|)

7ჯიპ-საფარი -- ეს ტური გულგრილს ნამდვილად არ დაგტოვებთ. თქვენ შეძლებთ საკუთარი თვალით ნახოთ უდაბნოს მირაჟი. მოინახულებთ ბედუინების სოფელს, ნახავთ როგორ ცხოვრობენ ისინი და გაეცნობით მათ ტრადიციებს.
ფასი 67$ (ბავშვებისთვის 35$)

8 ექსკურსია კაიროში -- თქვენ ესტუმრებით აფრიკის უდიდეს ქალაქს და მოინახულებთ ფარაონთა პერიოდის, ანტიკური ნიმუშების უდიდეს და უმნიშვნელოვანეს კოლექციას მსოფლიოში. ასევე მოინახულებთ ქალაქ გიზის დიდებულ სფინქს და გიზის პირამიდებს.
ფასი 102$ (ბავშვებისთვის 65$)

9. თევზაობა -- გემზე დაგხვდებათ ყველა საჭირო ნივთი თევზაობისთვის. წარმატებული თევზაობის შემთხვევაში თევზს გემზევე მოგიმზადებენ, ამასთანავე შეძლებთ წყალქვეშა სამყაროთიც დატკბეთ და დღე სასიამოვნოდ გაატაროთ.
ფასი 65$ (ბავშვებისთვის 35$)

10 აქვა პარკი (Jungle) – ეს რის სრულიად წამოუდგენელი მხიარულების სამყარო.უზარმაზარი აქვა პარკი 21 აუზითა და 35 სხვადასხვაგვარი სასრიალოთი.
ფასი 55$ (ბავშვებისთვის 35$)

ასე რომ, ეგვიპტე საკმაოდ საინტერესო და მრავალფეოვან ზაფხულის დღეებს გთავაზობთ. ამის დასტურია ისიც, რომ ყოველწლიურად დამსვენებლების რაოდენობა იზრდება და ბევი ადამიანი, მათ შორის ჩვენი ტურისტებიც განმეორებით მიემგზავრებიან ეგვიპტეში.
დაგაინტერესათ ეგვიპტემ? გაინტერესებთ მეტი ინფორმაცია მოგზაურობის შესახებ?
მოგვწერეთ თქვენი კითხვები. გავუზიაროთ ერთმანეთს რჩევები და მოსაზრებები.ვიზა ჯორჯია წელსაც მზადაა ქართველ ტურისტებს მოუწყოს საინტერესო და მრავალფეროვანი მოგზაურობა ღმერთების ქვეყანა - ეგვიპტეში.
გისურვებთ ბედნიერ მოგზაურობას.