ჰონგ-კონგი

10 May 2016

ჰონგ-კონგი (ინგლ. Hong Kong), ოფიციალურად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი — ქალაქ-სახელმწიფო და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი. მდებარეობს ჩინეთის სამხრეთ სანაპიროზე. ჰონგ-კონგი ცნობილია თავისი ვრცელი ჰორიზონტითა და ბუნებრივი ღრმა ნავსადგურით. მისი ტერიტორიის ფართობი 1104 კმ²-ია, ხოლო მოსახლეობა 7 მილიონ კაცზე მეტი. ამ მაჩვენებლით ჰონგ-კონგი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიაა. ჰონგ-კონგის მოსახლეობის 93.6% ეთნიკური ჩინელია და მხოლოდ 6.4%-ია სხვა ეროვნების წარმომადგენელი.

 

ჰონგ-კონგი ბრიტანეთის იმპერიის კოლონია პირველი ოპიუმის ომის (1839-42) შემდეგ გახდა. კუნძული ჰონგ-კონგი გაერთიანებული სამეფოსათვის განუსაზღვრელი ვადით გადაცემული პირველი ტერიტორია იყო, შემდეგ 1860 წელს კოულუნის ნახევარკუნძული გადეცა, ბოლოს კი 1898 წელს იჯარით ახალი ტერიტორიები მიიღო. წყნაროკეანური ომის დროს (1941-45) ოკუპირებული იყო იაპონიის მიერ, რომლის შემდეგაც ბრიტანეთმა კვლავ დაიბრუნა მასზე კონტროლი 1997 წლამდე, ტერიტორიის ჩინეთისთვის გადაცემის მომენტამდე. კოლონიალიზმის პერიოდმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია დღევანდელი ჰონგ-კონგის კულტურაზე, რომელსაც ხშირად ახასიათებენ, როგორც „აღმოსავლეთისა და დასავლეთის შეხვედრას“ და განათლების სისტემაზე, რომელიც ინგლისის სისტემას მისდევდა 2009 წლის რეფორმების განხორციელებამდე.

 

ჰონგ-კონგი გლობალური ქალაქია. ის ერთ-ერთი ალფა+ ქალაქია. ჰონგ-კონგი წარმოადგენს მსოფლიოში მესამე წამყვან საერთაშორისოფინანსურ ცენტრს ლონდონისა და ნიუ-იორკის შემდეგ. ჰონგ-კონგს აქვს წამყვანი კაპიტალისტური პოსტ-ინდუსტრიული ეკონომიკა, რომელიც დაბალი გადასახადებითა და თავისუფალი ვაჭრობით ხასიათდება, ხოლო ვალუტა, ჰონგ-კონგური დოლარი მსოფლიოს რვა ყველაზე გამოყენებად ვალუტას შორისაა. ტერიტორიის უკმარისობამ მაღალ შენობებზე მოთხოვნა გაზარდა, რამაც იგი მსოფლიოში ყველაზე ვერტიკალურ ქალაქად აქცია. ჰონგ-კონგს ერთ სულ მოსახლეზე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შემოსავალი აქვს, მაგრამ ამავე დროს განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი შემოსავლების უთანასწორობა. ტერიტორიის სიმცირემ, აგრეთვე ხელი შეუწყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მაღალგანვითარებული სისტემის შექმნას, რომლითაც მოსახლეობის 90% სარგებლობს და ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალია მსოფლიოში.

Please reload

Please reload