ნოემბერიდან - ბერლინში 250 ევროდ შეძლებთ მოგზაურობას! 5 ადგილი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ

როგორც იცით, ქუთაისის აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით დამატებით 7 ახალ ქალაქში შეძლებთ გადაფრინდეთ პირდაპირი რეისებით. ამ 7-დან ერთ-ერთი გახლავთ ევოპის ტურისტული ცენტრი - ბერლინი, ახალი აღმოჩენებითა და თავგადასავლებით, ბერლინში მართლაც რომ გულგრილს არავის ტოვებს.
გთავაზობთ 5 ყველაზე ტურისტულ ადგილს, რომელსაც აუცილებლად უნდა ესტუმროთ ბერლინში.
1. ბრანდერბურგის კარიბჭე -- ყოფილი ქალაქის კარიბჭე და ბერლინის სიმბოლო. მდებარეობს პარიზე პლაცზე და ერთადერთი შემორჩენილი შემოსასვლელი კარიბჭეა ისტორიულ ქალაქში.

2. East Side Gallery -- ბერლინის კედლის დაცემისადმი მიძღვნილი თემატური გამოფენა ღია ცის ქვეშ. აქ სხვადასხვა თემატური ნამუშევრები გაშლილია 60 მეტრზე.

3. ბერლინის პროტესტანტული საკათედრო ტაძარი -- ერთ-ერთი ძირითადი სანახაობაა ქალაქის ცენტრში იგი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო საგანძურის სიაში მისი უნიკალურობის და ისტორიის გამო.

4. ბერლინის მსოფლიო საათი „World Clock” -- მსოფლიო საათს ამშვენებს წარწერა „დრო გაანადგურებს ყველა კედელს“ ეს საათი იქცა თავისუფლების, მშვიდობის და გაერთიანების სიმბოლოდ.

5. შადრევანი „ნეპტუნი“ – XIX საუკუნის, ერთ-ერთი უძველესი და ულამაზესი შადრევანი ქალაქის ცენტრში.

ქუთაისი-ბერლინის მიმართულებით ავიარეისები 23 სექტემბერიდან დაიწყება, ფრენა კვირაში ორჯერ, ორშაბათსა და პარასკევს შესრულდება. მაგალითად, ნოემბრის თვეში 5 დღიანი მოგზაურობა + 3* სასტუმრო დილის კვებით დაგიჯდებათ დაახლოებით 250 ევრო. ასე რომ, დაიჭირეთ თადარიგი, დაგეგმეთ წინასწარ თქვენი მოგზაურობა და დაზოგეთ სახსრები.
გისურვებთ ბედნიერ მოგზაურობას!