ლას ვეგასი, აშშ
ლას-ვეგასი, ეს არის მსოფლიო გართობის ცენტრი, ქალაქი, რომელიც ყველას მოსწონს. ლას-ვეგასი ცნობილია მთელს მსოფლიოში თავისი კაზიონოებით, მაღაზიებით, რესტორნებითა და გასართობი ცენტრებით.იგი დაარსდა 1905 წელს, ხოლო ოფიციალურად ქალაქად გამოცხადდა 1911 წელს.
პიველი ევროპელი ვიზიტორი ვეგასში იყო ესპანელი რაფაელ რივერა 1829 წელს. მოგვიანებით ვეგასში (იმდროინდელ უდაბნოში) ჩავიდნენ ესპანელები ანტონიო ამიხოს ხელმძღვანელობით. ისინი ძველ ესპანურ კვალს მისდევდნენ, მოდიოდნენ ტეხასიდან და თურმე, ჩემდა გასაკვირად, იმ დროს ვეგასში არტეზიული ჭები ყოფილა და ამან გაოიწვია ის, რომ მრავალ ადგილას ვეგასი იყო მწვანე მდელოებით(ესპანურად vegas) დაფარული . აქედან წამოვიდა ლას ვეგასის სახელწოდება Las Vegas.