top of page

რიო დე ჟანეირო, ბრაზილია


რიო-დე-ჟანეირო (პორტუგალიურიად: Rio de Janeiro; იანვრის მდინარე) ან უბრალოდ რიო — ქალაქი სამხრეთ-აღმოსავლეთ ბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროს შტატის დედაქალაქიდა ბრაზილიის მეორე უდიდესი ქალაქი სამხრეთ ამერიკაში. საკუთრივ ქალაქში 6,3 მლნ ადამიანი სახლობს და ამ მხრივ იგი მე-6 უდიდესი ქალაქია ამერიკაში. ქალაქის მცხოვრებლებს „კარიოკებს“ უწოდებენ, თავად რიოს კი ზედმეტსახელად „განსაცვიფრებელ ქალაქს“.

თითქმის ორი საუკუნის განმავლობაში რიო ქვეყნის დედაქალაქი იყო. ქალაქში მრავალი უნივერსიტეტი და ინსტიტუტია და წარმოადგენს ბრაზილიის მეორე უდიდეს კვლევით ცენტრს;

რიო-დე-ჟანეირო მთელი სამხრეთ ნახევარსფეროს ყველაზე მონახულებადი ქალაქია. იგი განთქმულია ფეშენებელური სასტუმროებით.

ჩამწკრივებული ტურისტული სანაპიროებით, კოპაკაბანისა და იპანემის პლაჟებით, ასევე იესოს გიგანტური ქანდაკებით კორკოვადოს მთაზე, რომელიც 2007წელს მსოფლიოს ახალ შვიდ საოცრებას შორის დაასახელეს, შაქრისთავა მთითა და მისი საბაგიროთი, ასევე ყოველწლიური მარდი-გრას საკარნავალო დღესასწაულებით. ქალაქში მდებარე მარაკანას სტადიონი ერთ-ერთი უდიდესი საფეხბურთო სტადიონია მსოფლიოში. რიო-დე-ჟანეირო 2016 წლისზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს და ეს პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც ეს ღონისძიება სამხრეთ ამერიკის ქალაქში ჩატარდება.

Please reload

bottom of page