ჰონგ-კონგი მსოფლიოს ნომერ პირველი გლობალური ქალაქი

ჰონგ-კონგი ნამდვილად არ ჰგავს მსოფლიოს არცერთ სხვა ნაწილს. აქ ხომ ნამდვილი ჩინური სული სუფევს. რთულია მისი სრული არსის სიტყვებით გადმოცემა, მაგრამ შევეცდები შთაბეჭდილებები გაგიზიარო და სასარგებლო ინფორმაცია მოგაწოდო.
ჰონგ-კონგი მაღალი მოდის წამყვანი ქალაქია, მსოფლიოს შოპინგ სამოთხე, სახელგანთქმულია მისი ტურისტებისადმი მეგობრული დამოკიდებულების ატმოსფეროთი და მრავალრიცხოვანი შესაძლებლობებით.
რა შეიძლება მოვინახულოთ მოგზაურობისას:
1. ვიქტორიას პიკი – ჰონგ-კონგის კუნძულის უმაღლესი წერტილია, მთა მდებარეობს კუნძულის დასავლეთ ნაწილში. მთაზე განთავსებულია შენობები, პარკები, კაფეები და იშლება ჰონგ-კონგის თვალწარმტაცი პეიზაჟი. მთაზე მოხვედრა შესაძლებელია ფეხით, საავტომობილო გზით ტურისტებში კი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ფუნიკულორი.

2. ლანთაუს კუნძული – ლანგთაუს კუნძული ჰონგ-კონგის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნავ ადგილებს სთავაზობს, როგორიცაა დისნეილენდი და თიენთან ბუდა ან უბრალოდ დიდი ბუდა. ლანთაუს „ლოცვების კუნძულსაც“ უწოდებენ, რადგან მის ტერიტორიაზე ბევრი ეკლესია-მონასტერია არია განლაგებული.

3. ჰონგ-კონგის დისნეილენდი – პარკში წარმოდგენილია შემდეგი თემატური გასართობები: Main Street, USA; Adventureland; Fantasy Land; TomorrowLand; Toy Story Land; Grizzly Gulch; Mystic Point და ა.შ. პარკის ტერიტორიაზე ტურისტებისთვის სასტუმროებია განთავსებული.

4. ჰონგ-კონგის აკვაპარკი „ოუშენ პარკი“ – ოუშენ პარკს რამდენიმე ჯილდო აქვს და მსოფლიოს 7 პოპულარულ გასართობ პარკთა სიაში შედის. პარკი ორ ნაწილად არის გაყოფილი: ქალაქის პორტი და მწვერვალი. ტურისტებისთვის უმჯობესია ჯერ პარკის ერთი ნაწილის ატრაქციონები მოინახულოთ და შემდეგ გადაინაცვლოთ პარკის მეორე მხარეს.

5. ჰონგ კონგში ბრუს ლის სკულპტურა – ჩინური საბრძოლო ხელოვნების ლეგენდის ბრუს ლის ქანდაკებაა. 2.5 მეტრის ბრინჯაოს ქანდაკება წლის ნაპირას ძიენ შა წუეიზე ვარსკვლავების პროსპექტზე აღმართეს.

სად ვიშოპინგოთ ჰონგ-კონგში:
თუ ძვირადღირებული შოპინგი გიყვართ, აქ ყველაფერი ერთ ჭერქვეშ არის თავმოყრილი.
ბევრი მოდის კოლორიტი სტუმრობს ცნობილ Lane Crawford-ის უნივერმაღს. აქ თავმოყრილია ყველა პოპულარული ბრენდი. ასევე შესაძლოა ისეთ პროდუქტსაც წააწყდეთ, მსოფლიოში რომ არსად იშოვება.
თუ მოლის გარეთ გსურთ საყიდლებზე გასვლა და გიყვართ ბუტიკებში შოპინგი, ჰონგ კონგის ცენტრში ბევრ საყვარელ და ლამაზ მაღაზიას წააწყდებით.

რესტორნები:
ჰონგ-კონგში უამრავი არაჩვეულებრივი რესტორანია, ერთ-ერთი მათგანია China Club. აქ ძალიან ლამაზი დეკორაციაა, ვინტაჟური, თანამედროვე ჩინური ხელოვნების ნიმუშებით. რესტორანში 1930 წლის დროინდელი ჩინური ქალაქის ატმოსფერო სუფევს.

ბარები:
ჰონგ-კონგი ცნობილია თავისი მხიარული ატმოსფეროთი და ღამის ცხოვრებით. ჩინეთში ცხოვრების ერთ-ერთ საუკეთესო დეტალს სწორედ ფანტასტიკური ღამის ცხოვრება და ბარები წარმოადგენს.

ჰონგ-კონგი – ქალაქია, სადაც ნებისმიერი ვიზიტორის ინტერესი კმაყოფილდება. ჰონგ-კონგი შთაბეჭდილებითა და ემოციებით არ ჩამოუვარდება არც ერთ უმსხვილეს ქალაქს როგორიცაა ნიუ-იორკი, ლას-ვეგასი და სხვა.
თუ გსუსრს მოგზაურობა მსოფლიოს ნომერ პირველ გლობალურ ქალაქში ამისთვის დაგჭირდება შესაბამისი კატეგორიის ვიზა.ვიზები გაიცემა ქ. თბილისში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს მიერ.