top of page

TOP 7: ყველაზე საუკეთესო დაბალბიუჯეტიანი სასტუმროები რომში

ყველას, ვისაც მოგზაურობა გვიყვარს, ვცდილობთ, რაც შეიძლება რაციოანლურები ვიყოთ მოგზაურობის დაგეგმვაში. /სადაც, სასტუმროს შერჩევა უმნიშვნელოვანესი ეტაპია. ამ დროს საკმაოდ დიდი ყურადღების გამოჩენაც მოგვიწევს - თუ სად, რა გარემოში მოვხვდებით, როგორ მოგვემსახურებიან, რა ხარჯის გაღება მოგვიწევს და ა.შ. შერჩევისას სასურველია მოვნახოთ ე.წ. ოქროს შუალედი სასტუმროს ფასს, მდებარეობასა და სასტუმროში მიღებულ სერვისებს შორის. ასე რომ, შერჩევის 3 ყველაზე მთავარი მახასიათებლი ესაა - სასტუმროს ფასი, მდებარეობა და მომსახურება. გთავაზობთ ამ კრიტერიუმების მიხედვით 10 ყველაზე დაბალბიუჯეტიან სასტუმროს რომში, სადაც ფასი, მდებარეობა და მომსახურება ყველაზე ოპტიმალურადაა შეხამებული ერთმანეთთან. ასე რომ, დროა ჩაალაგოთ თქვენი ჩემოდნები - რომაული არდადეგები მალე იწყება!

Mario de 'Fiori 37

იდეალურია მათთვის ვისაც სურს გარშემო ქონდეს მიქსი. სასტუმრო მდებარეობს Piazza di Spagna-ც ცენტრში. აქ მთელი რომის FASHION მოდის სამკუთხედი თითქმის თქვენი ოთახის კართანაა. სასტუმროს ყველა ოთახი საკმაოდი დიდია, სადაც დაგხვდებათ მოწესრიგებული სველი წერტილები და კარგი მომსახურე პერსონალი. ორადგილიანი ნომრის საწყისი ფასი 120 ევროა.*

Campo de 'Fiori

აქ დაგხვდებათ რომანტიული, მყუდრო გარემო. სასტუმრო იდეალურია წყვილებისათვის, ვისაც სურს რომის ცენტში იცხოვროს და ხელის გულზე ქონდეს ძველი რომის სული და სილამაზე. ორადგილიანი ნომრის საწყისი ფასი 110 ევროა.*

Relais Giulia

ელეგანტური რენესანსის ეპოქის ქუჩა via Giuli თავშესაფარია ამ 13 ოთახიანი სასტუმროსა. რომელიც ნამდვილი სამოთხეა გემოვნებიანი სტუმრებისთვის. სასტუმროს კედლებზე ჯერ კიდევ შეგხვდებათ ფრესკების კვალი, იმის ნიშნად, რომ თქვენ იმყოფებით მდიდრული წარსულის მქონე სახლში. სასტუმრო იდეალურია მარტოხელა მოგზაურებისათვცის, ვისაც არ სურს ფეშენებელური სასტუმროები თავისი გადამეტებული "მომსახურებით" და "ზედმეტი ყურადღებით". თუმცა, ტუ მოისურვებთ, მომსახურება აქ საკმაოდ კომფორტულია. კონტინენტური საუზმე შეგიძლიათ პირდაპირ ნომერში მოითხოვოთ ან ესტუმროთ ადგილობრივ შუშით შემინულ ფურშეტერიას, სადაც დაგხვდებათ მრავალფეროვანი საკვები და მინიმალისტური სტილის დიზაინი. ორადგილიანი ნომრის საწყისი ფასი 100 ევროა.*

Residenza Torre Colonna

ეს გახლავთ რომის ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო და პატარა სასტუმრო 5 საკმაოდ მოზრდილი ოთახით. მართალია, ირგვლივ შუასაუკუნეების გარემო სუფევს, თუმცა სასტუმროს ინტერიერი აშკარად თანამედროვე და ორიგინაურია, გაფორმებული ცნობილი იტალიელი მხატვრის Nation Cirico-ს მიერ, თამამი ფერებითა და რბილი, ორგინალური ავეჯით. სახურავზე ტერასაა, ულამაზესი ხედებით მთელს ტრაიანეს ბაზარზე. ორადგილიანი ნომრის საწყისი ფასი 125 ევროა.*

Villa Laetitia

თუ ოდესმე დაგაინტერესებთ, როგორ ცხოვრობდა შუასაუკუნეებისდროინდელი თანამედროვე რომაული ოჯახი, მაშინ ესტუმრეთ სასტუმრო Villa Laetitia-ს. სასტუმრო შედგება 21 ოთახისგან და შენობის ორივე მხარეს დაგხვდებათ ულამაზესი ბაღები, რომელიც 1910 წელს სრულად იქნა რესტავრირებული მის პირვანდელ სახემდე. ადგილიანი ნომრის საწყისი ფასი 160 ევროა.*

Nerva Boutique Hotel

მომხიბლავი და დახვეწილი - აი, რა შთაბეჭდილება შეიზლება დაგრჩებათ ამ სამ ვარსკვლავიან სასტუმროზე. მეგობრული და თბილი მომსახურე პერსონალი. ლამაზი გარემო და სურნელი. ოთახები 5 ვარსკვლავიან სასტუმროს ნომრებს უფრო ჰგავს, ვიდრე სამს. რომის ბიუჯეტურ სასტუმროთა სიაში Nerva Boutique Hotel ნაბდვილად საპატიო ადგილს იკავებს. ორადგილიანი ნომრის საწყისი ფასი 95 ევროა.*

Relais Palazzo Taverna

ესეთი კომფორტული სასტუმრო საკმაოდ ხელსაყრელ ფასში, ძნელია კიდევ მოინახოს რომში, ირგვლივ უამრავი საინტერესო სანახაობით. მიმდებარე ტერიტორია სავსეა მხატვრების და ხელოვანების სახელოსნოებით, დახვეწილი რესტორნებითა და ღვინის ბარებით. სასტუმროში დაგხვდებათ დიდი სტილისტური, თემატური ოთახები. მთლიანი სასტუმრო ერთ პატარა გალერეასავითაა, რომელიც სტუმრების სიმცირეს ნამდვილად არ განიცდის. ორადგილიანი ნომრის საწყისი ფასი 85 ევროა.*

ამ სიის გაგრძელება კიდევ შეიძლება, მაგრამ აქ გავჩერდეთ. დანარჩენი რომი თავად აღმოაჩინეთ.

მაშ ასე, წინ საინტერესო და ჯადოსნური რომი გელოდებათ. აუცილებლად იმოგზაურეთ რომში. სადაც არ უნდა წახვიდეთ, ყოველთვის გახსოვედეთ, რომ ყველა გზა რომში მიდის!

გისურვებთ ბედნიერ მოგზაურობას!

*ფასები მოყვანილია ორ ადგილიანი ნომრებისთვის დაბალი სეზონის დროს.

Please reload

bottom of page