რატომ უნდა დავისვენოთ საბერძნეთში? ქალკიდიკი - ევროპის საუკეთესო კურორტი

ქალკიდიკი არა მხოლოდ საბერძნეთის, არამედ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და განსხვავებული კუნძული და კურორტია. აქ თქვენ გელით ულამაზესი ლანშაფტი, თბილი გარემო, ცისფერი, კამკამა ზღვა. 500 კმ ულამაზესი სანაპირო ზოლი წვრილი, ხავერდოვანი ქვიშითაა დაფარული. ის გაგაოცებთ ბუნების სილამაზით, მწვანე კონცხებით, კლდეებს შორის ჩამალული პატარა ყურეებითა და ლაგუნებით. და რაც ყველაზე მთავარია, ეგეოსის ზღვა საოცრად სუფთაა და უამრავი სასარგებლო მინერალიბთ არის გაჯერებული. სწორედ ამიტომ, მთელი ევროპიდან და მსოფლიოდან აქ ტურისტების ნაკადი არასოდეს წყდება.

ჰალკიდიკის ნახევარკუნძული შედგება სამი ნაწილისგან: კასანდრა, სითონია და აიონ-ოროსი (ათონი), სადაც განსხვავებული ლანდშაფთი, კლიმატი და ბუნება დაგხვდებათ.

კასანდრას მთელი კურორტული ნაწილი აჭრელებულია სხვადასხვა ზომის სასტუმროებით ნახევარკუნძულზე ზღვას ავტომობილების ტრასა მიუყვება, რომელიც ულამაზეს სოფლებს გაივლის. ზუსტად ამ ტრასის მხარეს არის განთავსებული სასტუმროების კომპლექსი. ეს ტერიტორია სხვებისგან გამოირჩევა შედარებით აქტიური ცხოვრებით, კაფეებით, ბარებით, ღამის კლუბებით და ა.შ.
სითონიის კურორტი კომფორტის, სიმყუდროვის, ფუფუნებისა და ცნობილი ბერძნული სტუმართმოყვარეობის გამო იზიდავს ოჯახებს ბავშვებით, ახალგაზრდებს და რა თქმა უნდა ახალდაქორწინებულ წყვილებს. სითონიაზე მდებარეობს უმსხვილესი ქსელური სასტუმროები, ასევე მყუდრო სასტურმოები და ვილები. პლიაჟები ძირითადად მყუდრო და წყნარია, ეს არის ადგილი მათთვის ვისაც სიმშვიდე და ბუნება უყვარს.
ქალკიდიკზე მოწყენა შეუძლებელია. ის მდიდარია ისტორიული, არქიტექტურული და რელიგიურ ძეგლებით. აქ ბევრი საინტერესო რამის მონახულება შეიძლება.

ათონის მთა
ნახევარკუნძულზე შემორჩენილია ისტორიული მნიშვნელობის მქონე ბიზანტიის ეპოქის უამრავი ტაძარი. მხოლოდ მამაკაცებს აქვთ უფლება ეწვიონ და მოინახულონ ეს ადგილები. ასევე შესაძლებელია გაემგზავროთ კრუიზში ათონის მთის გარშემო. თუ გაგიმართლათ აქ შეიძლება იხილოთ ათონელი ბერების მიერ წმინდა ხატების გამოსვენების რიტუალი.
ტაძრები და მონასტრები
საინტერესო იქნება თუ ეწვევით წმ. ანასტასიას მონასტერს. წმინდა მოდესტის ტაძარში პოლიგიროსში ინახება წმინდანის ხატი, რომელიც ათონელი ბერების მიერ არის დაწერილი. ცუკალის მთის მწვერვალზე წმინდა ჯვრის სამლოცველოს გვერდით არის წყარო, რომლიდანაც წმინდა წყალი მოედინება. გადმოცემის თანახმად ეს წყარო იმის მერე გაჩნდა, რაც ათონელმა ბერებმა ამ ადგილს წმინდა ჯვარი შეახეს, ჯვარი რომელზეც მაცხოვარი ჯვარსაცვეს.
პეტრალონას გამოქვაბული
პეტრალონას გამოქვაბული, რომელიც მდებარეობს კასანდრასთან ახლოს. შთამბეჭდავი გამოქვაბული - ღირსშესანიშნაობაა, რომელსაც აუცილებლად უნდა ეწვიოს ყველა ვისაც უძველესი ისტორია იზიდავს.
არქეოლოგიური მუზეუმი
დღევანდელი პოლიგიროსის ადგილას მდებარეობდა უძველესი ქალაქი აპოლონია. ქალაქის არქეოლოგიურ მუზეუმში ინახება არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაპოვნი ნივთები.
სტაგირა-არისტოტელეს სამშობლო
ალბათ ყველამ არ იცი რომ ქალკიდიკი ცნობილი ფილოსოფოსის არისტოტელეს სამშობლოა. უძველესი ქალაქი სტაგირა განლაგებულია ზღვის სანაპიროზე, სადაც არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოაჩინეს ქალაქის გალავანი. უდიდესი ფილოსოფოსის ძეგლი მდებარეობს არისტოტელეს სახელობის პარკში, სანაპიროსთან ახლოს. ასევე აქ მდებარეობს ეთნოგრაფიული მუზეუმი, რომელსაც ტურისტები სიამოვნებით სტუმრობენ. მუზეუმში გამოფენილია ამ რეგიონისთვის დამახასიათებელი ტრადიციული ტანსაცმელი და საყოფაცხოვრებო ნივთები.
ამონა ზევსის ტაძარი
საინტერესო იქნება მოინახულოთ ამონა ზევსის ტაძარი (ბერძნული ღმერთის ზევსის ეგვიპტური ვერსია). გადმოცემის თანახმად სწორედ მან შთააგონა ალექსანდრე მაკედონელი გაელაშქრა ნილოსის ქვეყანაში.

ექსკურსიები:
სასურველი ექსკურსიის შეკვეთა სასტუმროშივეა შესაძლებელი. ტურ-ოპერატორები სამი ტიპის ტრანსპორტს იყენებენ: ავტობუსს, მიკროავტობუსს და სედანის ტიპის ავტომობილს.გირჩევთ მიკროავტობუსი დაქირაოთ, რადგან ფასიც მისაღებია და კომფორტი და გადაადგილების სიჩქარეც შესაბამისი.

შოპინგი:
უმშვენიერესი დასვენების და გართობის გარდა, პრაქტიკულად ყველა კურორტზე შეიძლება გააკეთოთ საინტერესო საყიდლები. ყოველ ტურისტულ დასახლებაში ფუნქციონირებს უამრავი მაღაზია. სუვენირის დახლებითა და ტრადიციული პროდუქტებით დაწყებული მაღალი ხარისხის ბეწვეულის ბუტიკებით დამთავრებული! აქ წარმოდგენილია კასტორიას ფაბრიკების მაღაზიების დიდი რაოდენობა.
ღამის ცხოვრება:
პოპულარული კურორტი ასევე ცნობილია თავისი ღამის ცხოვრებით. ტრადიციული ბერძნული რესტორნები, ცოცხალი მუსიკითა და სირტაკის ცეკვით. ზაფხულში აქ გადმოაქვთ სალონიკის პოპულარული კლუბები. კასანდრაზე პოპულარულია - კალიფეა, ხანიოტი, პევკოხორი, სიტონიაზე - სარტი, ათონზე - ურანუპოლისი.
სამზარეულო:
საბერძნეთი ცნობილია თავისი სამზარეულოთი და რაც მთავარია, დიდი მოცულობის პორციით. თავდაპირველი შეკვეთის დროს დამსვენებელს შეიძლება მოეჩვენოს, რომ ერთი თეფში საჭმელი არ არის საკმარისი, თუმცა თეფშიც არის და თეფშიც...

ქალკიდიკზე დასვენება არც თუ ისე ძვირი სიამოვნებაა. მაგალითისათვის 5 ვარსკვლავიან სასტუმროში სრულ 7 დღიან ტურისტულ პაკეტს ორ ადამიანზე შეძლებთ შეიძინოთ 800 ევროს ფარგლებში ავიაბილეთებითა და ტრანსფერებით. ასე რომ, დროა დაგეგმოთ თქვენი მოგზაურობა ამ გასაოცარ ადგილზე და მოემზადოთ ბევრი დადებითი ემოციებისა და შთაბეჭდილებისათვის.
გისურვებთ ბედნიერ მოგზაურობას!
