ევროკომისიამ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის “სწრაფი შეჩერების მექანიზმი” ოფიციალურად წარადგინა


20 მაისს ევროკავშირის შინაგანი საქმეებისა და მართლმსაჯულების საბჭო, რომელშიც ევროკავშირის 28 ქვეყნის შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები შედიან, განიხილავს ევროკომისიის საკანონმდებლო წარდგინებას საქართველოს, უკრაინის, თურქეთისა და კოსოვოსათვის ახალი, უვიზო მიმოსვლის ე.წ. “სწრაფი შეჩერების მექანიზმის” დაწესების თაობაზე.

“საქართველოს, უკრაინის, თურქეთისა და კოსოვოსათვის უვიზო რეჟიმის დაწესების თაობაზე ევროკომისიის მიერ ცოტა ხნის წინ წარდგენილი საკანონმდებლო წინადადების გათვალისწინებით, კომისიამ გადაწყვიტა შეიტანოს ცვლილებები 539-ე რეგულაციაში ამჟამად არსებულ შეჩერების მექანიზმის გადასინჯვის მიზნით.” – ნათქვამია ევროკომისიის მიერ წარდგენილი ცვლილების პროექტის განმარტებით ბარათში, რომელიც Euroline-მა მოიპოვა.

“აღნიშნული ცვლილების მთავარ მიზანს წარმოადგენს წევრი ქვეყნებისათვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის გამარტივებული პროცედურის დაწესება, რომლითაც ნებისმიერი წევრი ქვეყანა უფლებამოსილი იქნება ინდივიდუალურად მოახდინოს შეჩერების მექანიზმის ამოქმედება საკუთარი ინიციატივით. კერძოდ, ცვლილება ითვალისწინებს შეჩერებისათვის ამჟამად არსებული ვადების შემოკლებასა და შეჩერების საფუძვლების გაფართოებას, რომელიც ასევე უნდა მოიცავდეს რეადმისიის აპლიკაციების უარყოფის არსებით გაზრდას და უვიზო რეჟიმით მოსარგებლე ქვეყნის მხრიდან რეადმისიის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევას”, ნათქვამია განმარტებით ბარათში.

პროექტის მიხედვით, ევროკომისიას ასევე ეძლევა უფლება შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა ქვეყანასთან, რომელიც არ შეასრულებს რეადმისიით ნაკისრ ვალდებულებებს. კომისიას ასევე ენიჭება უფლება დადასტურებული “უცაბედი და არსებითი” დარღვევების შემთხვევაში მთლიანად შეწყვიტოს უვიზო მიმოსვლა დამრღვევ ქვეყანასთან.

კომისიის მიერ წარდგენილი პროექტით, შეწყვეტის საფუვლად ასევე დასახელებულია უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე პირების მხრიდან 90 დღიანი რეჟიმის მასიური გადაცილება და მასიური არალეგალური დარჩენა შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის მქონე ქვეყნის მოქალაქეთა მხრიდან.

კომისიის მიერ წარდგენილი პროექტის მიხედვით, აღნიშნული ცვლილება ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყნის მოთხოვნებს ემყარება.

ამჟამად არსებული მექანიზმი, უვიზო მიმოსვლის შეჩერების 6-დან 9 თვემდე დადგენილ პროცედურას ითვალისწინებს, რაც ინიციატორი ქვეყნების აზრით, არაგონივრულად ხანგრძლივი პერიოდია. პროექტის მიხედვით, შეჩერების მაქსიმალურ ვადად 12 თვე არის განსაზღვრული. წყარო: (euroline.ge)

Please reload

ვიზაჯორჯია

დ. აღმაშენებლის გამზ.175, თბილისი 0112, საქართველო

ტელ: +995 205 01 10 ; +995 577 694 169

ელ-ფოსტა:  info@visageorgia.ge

 

  • Grey Facebook Icon
  • Grey YouTube Icon
  • Grey Instagram Icon
© 2018 ყველა უფლება დაცულია

 

This site was designed with the
.com
website builder. Create your website today.
Start Now