top of page

მაიამი, აშშ


ქალაქი მაიამი — მდებარეობს ფლორიდის შტატში სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ატლანტის ოკეანის სანაპიროზე. მოსახლეობა დაახლოებით ნახევარ მილიონზე მეტი. მაიმაი მოწინავე ქალაქია ფინანსების, კომერციის, კულტურის, მედიის, ხელოვნებისა და საერთაშორისო ვაჭრობის სექტორებში. მაიამის პორტი ცნობილია როგორც „მსოფლიოს კრუიზული დედაქალაქი“. მაიამის პორტს ჰყავს მსოფლიოში ყველაზე მეტი კრუიზული ხაზი და მგზავრები. 2010 წელ მაიამი შეფასდა როგორც მეშვიდე ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქი აშშ-ში და 33-ე მსოფლიოში. 2008 წელს მაიამი ფორბსის მიერ შეფასდა როგორც „ამერიკის უსუფთავესი ქალაქი“. 2009 წელს ცნობილმა შვეიცარიულმა ბანკმა იუ-ბი-ესმა შეისწავლა მსოფლიოს 73 უმდიდრესი ქალაქი და მაიამი შეაფასა როგორც ყველაზე მდიდარი ქალაქი აშშ-ში ხოლო მეთხუთმეტე უმდირესი ქალაქი მსოფლიოში.

Please reload

bottom of page