top of page

ევროპის 10 ყველაზე იაფიანი მიმართულება 2016 წლის ზაფხულისთვის


ყოველწლიურად Post Office Holiday ევროპის ყველაზე იაფიან საზღვაო მიმართულებების სიას აქვეყნებს. რეიტინგის შედგენისას ისეთი პროდუქტების ფასებია გათვალისწინებული როგორიცაა ერთი ფინჯანი ყავის ღირებულება, ერთი ბოთლი ლუდის ფასი, ერთი ღამით სასტუმროში განთავსება, სამჯერადი კვება ორ პირზე.

ევროპის ყველაზე იაფიანი 10 მიმართულება კი შემდეგია:

1. საბერძნეთი - კუნძული კაფალონია, კუნძულზე ერთი ჭიქა ღვინის საშუალო ღირებულება 2 ევროა, საერთო ჯამში კი 10 კრიტერიუმისგან შემდგანი პროდუქტების ღირებულება კუნძულზე 68 ევრო ჯდება.

2. ხორვატია - მოგზაურობის ღირებულება 10 პროდუქტის ფასის მიხედვით 65 ევრო; სამჯერადი კვება 2 პერსონაზე - 31 ევრო; მინერალური წყალი - 0,45 ევრო.

3. საბერძნეთი - კუნძული ზაკინთოსი; სამჯერადი კვების ღირებულება 26 ევრო; ერთი ჭიქა ღვინის ფასი 1,44 ევრო.

4. საბერძნეთი - კრეტა, - კრეტაზე სამჯერადი კვების ღირებულება ორ პერსონაზე მიმდინარე წლის ზაფხულში 26 ევრო ჯდება.

5. ესპნაეთი - კოსტა-ბლანკა; სამჯერადი კვების ფასი ორ პერსონაზე 24 ევრო; 1,5 ლიტრი მინერალური წყლის ღირებულება 0,33 ევრო.

6. ესპანეთი - კოსტა დელ სოლი; 1,5 ლიტრიანი მინერალური წყლის ღირებულება 0,33 ევრო, სამჯერადი კვების ღირებულება 2 პერსონაზე 24 ევრო, ერთი ჭიქა ყავის ფასი 0,98 ევრო.

7. კვიპროსი - ლიმოსოლი, ჭიქა ყავის ღირებულება 2 ევრო, ერთი ბოთლი ლუდის კი 1,44 ევრო.

8. პორტუგალია - ალგარვე, - სამჯერადი კვების ღირებულება ორ პერსონაზე 21 ევრო.

9. ბულგარეთი - მზიანი სანაპირო, სამჯერადი კვების ღირებულება ორ პერსონაზე 20 ევრო.

10. ესპანეთი - ხიხონი, სამჯერადი კვების ღირებულება 29 ევრო; ადგილობრივი ლუდის ღირებულება 1,80 ევრო.

რეიტინგი ადგილობრივი ტურისტული სააგენტოების მიერ მიწოდებული ფასების მიხედვით არის შედგენილი.

წყარო: Telegraph

Please reload

bottom of page