წლის ავიაკომპანია

საქართველოში ყველაზე მეტ საერთაშორისო რეისს თურქეთის ავიახაზები ასრულებს. აღნიშნული კომპანია მგზავრებს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მეშეობით ემსახურება.
ყოველდღიურად თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სტამბულის მიმართულებით ოთხი რეისი სრულდება. აქედან სამი რეისი ათათურქის (Ataturk International Airport IST), ხოლო ერთი კი – საბიჰა გოკჩენის (Sabiha Gökçen SAW) აეროპორტში.
ასევე კომპანია სტამბულის ათათურქის ეროპორტის მიმართულებით ორ რეგულარულ რეისს ასრულებს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან.
გთავაზობთ რეისების ნომრებს და გაფრენა/ჩამოფრენის დროებს:
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, ყოველდღიური განრიგი
თბილისი – სტამბული (ათათურქის აეროპორტი), რეისის # TK 379/378, გაფრენა: 02:35, ჩამოფრენა: 00:30
თბილისი – სტამბული (ათათურქის აეროპორტი), რეისის # TK 387/386, გაფრენა: 6:35, ჩამოფრენა: 04:55
თბილისი-სტამბული (ათათურქის აეროპორტი), რეისის # TK 383/382 გაფრენა:22:55 ჩამოფრენა 21:30
თბილისი – სტამბული (საბიჰა გოკჩენის აეროპორტი), რეისის # TK 381/380, გაფრენა: 04:25, ჩამოფრენა: 22:55
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი, ყოველდღიური განრიგი
ბათუმი – სტამბული (ათათურქის აეროპორტი), რეისის # TK 391/390, გაფრენა: 10:35,
ჩამოფრენა: 09:20
ბათუმი – სტამბული (ათათურქის აეროპორტი), რეისის # TK 393/392, გაფრენა: 20:15, ჩამოფრენა: 19:20
რეისების განრიგი მოცემულია 2016 წლის ივნისის მდგომაროებით.

აღსანიშნავია, რომ თურქეთის ავიახაზების გარდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სტამბულის მიმართულებით ყოველდღიურ რეგულარულ რეისებს ასრულებენ პეგასუსის ავიახაზები და ატლასგლობალი შესაბამისად ათათურქისა და საბიჰა გოკჩენის აეროპორტებში. ეს ავიაკომპანიები თურქეთის ავიაზახებთან შედარებით დაბალბიუჯეტიანია და რიგ შემთხვევებში კარგ სატრანზიტო საშუალებას წარმოადგენს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობის გასაგრძელებლად.
თურქეთის ავიახაზების მთავარი საბაზისო აეროპორტია სტამბულის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი. იგი ასრულებს 41 ადგილობრივ და 203 საერთაშორისო რეისს ევროპის, აზიის, აფრიკისა და ამერიკის მიმართულებით. ჯამში 244 მიმართულებით აღნიშნული კომპანია მსოფლიოში რიგით მეოთხეა მიმართულებების რაოდენობით. თურქეთის ავიაზახები Star Alliance-წევრია (ავიაკომპანიების უდიდესი გლობალური ალიანსი).
თურქეთის ავიახაზები 1933 წლის 20 მაისს დაარსდა. მისი საავიაციო პარკი თავდაპირველად შეადგენდა 2 ხუთადგილიან, 2 ოთხადგილიან და 1 ათადგილიან თვითმფრინავს.
დღეისათვის კი თურქეთის ავიახაზები მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანიაა და Air Transport News-ის მიერ წლის ავიაკომპანიად დასახელდა.
Barcelona თურქეთის ავიახაზები სხვადასხვა დროს ოფიციალური გადამყვანის სტატუსით ემსახურებოდა ისეთ საფეხბურთო კლუბებს, როგორებიცაა ბარსელონა, დორტმუნდის ბორუსია, მარსელის ოლიმპიკი და ასტონ ვილა.
თურქეთის ავიახაზები ერთ-ერთი უსაფრთხო ავიაკომპანიაა, რომელიც გამოირჩევა მომსახურების მაღალი ხარისხით. აღნიშნული კომპანიის მეშვეობით საქართელოდან მსოფლიოს თითქმის ყველა კონტინენტზეა მოხვედრა შესაძლებელი. სტამბულიდან საქართველოში ყოველდღიური რეისების სიმრავლე საშუალებას გვაძლევს ტრანზიტით სხვა ქვეყანაში მოგზაურობის გაგრძელების (ან სხვა ქვეყნიდან საქართელოში დაბრუნების) შემთხვევაში გადაჯდომის დრო მაქსიმალურად შევამციროთ.