top of page

სმარტფონის 5 აპლიკაცია, რომელიც მოგზაურობის დროს დაგეხმარებათ


სანამ სამოგზაუროდ წახვალ ყოველთვის ფიქრობ, თუ სმარტფონის რომელი აპლიკაცია ან პროგრამა დაგეხმარება და უფრო კომფორტულს გახდის დასვენების პროცესს. გთავაზობთ ხუთ საუკეთესო აპლიკაციას, რომელიც უფასოდ შეიძლება ჩამოტვორთოთ სმარტფონისთვის.

Ulmon (City Maps 2Go Offline Maps)

ერთ-ერთი საუკეთესო რუკა, რომელიც არ საჭიროებს ინტერნეტს და მხოლოდ სატელიტის გამოყენებით უფასოდ გაძლევთ ქალაქში ორიენტაციის საშუალებას. მთავარია აპლიკაციაში წინასწარ ჩამოტვირთოთ ის ქვეყანა რომელშიც მიემგზავრებით. პროგრამის საშუალებით შეგიძლიათ წინასწარ მონიშნოთ ის ადგილები რომლებიც გსურთ დაათვალიეროთ. რუკაზე ასევე განთავსებულია უამრავი რესტორანი, კაფე-ბარი და სხვა გასართობი ცენტრები.

XE Currency

საუკეთესოა მათთვის, ვისაც მუდამ უჭირს ვალუტის კურსების გადაკონვერტირება და ეშინია თანხის დაკარგვის. XE Currency-ს აქვს ჩაშენებული ფუნქცია, რომლითაც მარტივად შეძლებთ რამდენიმე ვალუტიდან ეროვნულში კონვერტაციის კურსის ნახვას და ვალუტების შედარებას. აპლიკაციის ჩამოტვირთვა და მოხმარება უფასოა, ხოლო კურსების განახლება ხდება ხშირად, თუმცა საჭიროებს ინტერნეტ კავშირს.

Air Bnb

ბოლო პეროიდში პოპულარული აპლიკაცია საშუალებას გაძლევთ დაჯავშნოთ არა სასტუმრო ან მოტელი, არამედ იაფად იქირაოთ ბინა დღიურად მსოფლიოს 34 000 ქალაქში. აპლიკაცია მოხმარებისთვის ძალიან მარტივია და მორგებულია პრაქტიკულად ყველა სმარტფონზე. აპლიკაციის ერთადერთი ნაკლი ის გახლავთ რომ ბინის მეპატრონის გამოხამურების ლოდინი გიწევთ.

Google Translate

არ არის საჭირო დიდხანს ვისაუბროთ ამ აპლიკაციის უპირატესობებზე, რადგანაც, შეიძლება ითქვას, რომ უცხოეთში მოგზაურობისას იგი საუკეთესოა. უბრალოდ არ დაგავიწყდეთ წინასწარ ჩამოტვირთოთ ის ენა რომლის გამოყენებასაც აპირებთ, იმისთვის რომ თავიდან აირიდოთ როუმინგის ინტერნეტის ხარჯები.

Hotel Tonight

კიდევ ერთი აპლიკაცია უცხო ქვეყანაში საცხოვრებლის დაჯავშნისთვის, რომელიც გაჭირვებაში ძალიან დაგეხმარებათ. სახელწოდებიდან გამომდინარე ამ აპლიკაციით შეგიძიათ დაჯავშნოთ სასტუმრო ძალზე დაბალ ფასად, მხოლოდ იმავე საღამოს და მხოლოდ ერთი ღამით. მიუხედავად იმისა რომ აპლიკაციაში ჩატვირთული სასტუმროების რაოდენობა მცირეა, გაჭირვების ჟამს იგი ნამდვირად დაეხმარება მოგზაურს.

Please reload

bottom of page