სასარგებლო რჩევები მათთვის, ვინც პრაღაში აპირებს მოგზაურობას


ყველა ჩვენგანის ოცნებაა იმოგზაუროს რაც შეიძლება მეტ ქვეყანაში, გაეცნოს მსოფლიოს სხვადასხვა ხალხთა კულტურას, წეს-ჩვეულებებს, ისტორიას და ა.შ.

ევროპის ერთ-ერთ ტურისტულ ცენტრად შეიძლება ჩაითვალოს ჩეხეთის დედაქალაქი პრაღა, რომელიც წარმოუდგენლად ლამაზი და შთამბეჭდავია.

პრაღა არის ქალაქი, სადაც იქაური მაცხოვრებლებიც ყოველდღე აღმოაჩენენ ხოლმე ახალს და საინტერესოს. ადგილობრივებისთვისაც ეს ქალაქი ისეთივე ამოუცნობია, როგორც იქ ჩასული ტურისტისტებისთვის, რომლებიც პირველად სტუმრობენ ჩეხეთის დედაქალაქს.

ქალაქს რამდენიმე მეტსახელი აქვს, რომელიც დროისა და კონტექსტის მიხედვით ეწოდა. მათ შორის: „ოქროს ქალაქი“, „ოთხმოცდაათიანების მარცხენა სანაპირო“, „ქალაქთა დედა“ და „ევროპის გული“.1992 წლიდან პრაღის ისტორიული ცენტრი იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.

პრაღაში მოგზაურობისას აუცილებლად ხელზე გქონდეთ იაქური ვალუტა – კრონა (ჩეხეთი არ არის ევროზონის წევრი ქვეყანა). რასაკვირველია, შეგიძლიათ გამოიყენოთ საბანკო პლასტიკური ბარათები, მაგრამ ქართულ საბარათე ანგარიშებზე არ არის მიბმული ჩეხური ვალუტა და სავაჭრო თუ მომსახურების ობიექტებში ანგარიშსწორებისას კონვერტაციის ორმაგი ხარჯის გაღება მოგიწევთ. ასევე მაღალია საკომისიო ხარჯი ნაღდი ფულის (მაგალითად, დოლარი-კრონა) ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში გადაცვლისას (ზოგიერთ მათგანს მომსახურების საკომისიო შეიძლება 0% ეწეროს, მაგრამ აუცილებლად დაგიმატებენ კონვერტაციის ხარჯს).

თუმცა არის ვალუტის ერთი გადამცვლელი პუნქტი „მანგო“ ვაცლავის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ნამდვილად უპროცენტოდ მოახდენთ ვალუტის გადაცვლას.

საკვები:

აუცილებლად დააგემოვნეთ სუპი პურში. კანჭის მენიუ, ასევე ტკბილეულის მოყვარულთათვის შესანიშნავია ჩეხური რულები დარიჩინითა და ნიგვზით.

სასმელი:

ლუდი-სტაროპრომენი, პილსნერი, სპეციალურად ქალებისათვის პილსნერის ველვეტი.

ძველი პრაღის მოედანზე დაესწარით “მოციქულების სვლა”-ს. ასტრონომიული საათი ყოველ კენტ საათებში რეკავს, სარკმლები იხსნება და მოციქულები ტრიალებენ. ამ სანახაობას უამრავი ტურისტი ესწრება. თუ ცოტა ადრე მოინდომებთ ამ სანახაობაზე დასწრებას, იქვე მდებარე კაფეში შეგიძლიათ ადგილიც კი იპოვოთ, სადაც უგემრიელესი ტკბილეულია.

ლენონის კედელი:

თავდაპირველად კედელზე ჯონ ლენონის სახე გაჩნდა, შემდეგ ნაწყვეტები „ბითლზის“ სიმღერებიდან. ამას პროტესტის ნიშნად ის ახალგაზრდები აკეთებდნენ, რომელთაც საბჭოთა კავშირის პერიოდში მსგავსი სიმღერების მოსმენას უკრძალავდნენ.

თავისუფალი ახალგაზრდები და რეჟიმის დამცველები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ – ერთნი ხატავდნენ, მეორენი კედელს ერთ ფერში ღებავდნენ. ახალგაზრდებს ალკოჰოლიკებს, შეშლილებსა და დასავლური კაპიტალიზმის აგენტებს უწოდებდნენ. ამ ახალგაზრდულ მოძრაობას ირონიულად “ლენონიზმიც” კი შეარქვეს. სიტუაცია გამძაფრდა ლენონის მკვლელობის შემდეგ. საყვარელი მომღერალი მათ თვალში ახლა უკვე გმირად იქცა

მიუხედავად იმისა, რომ კედლის მოხატვის გამო ციხე ემუქრებოდათ, კედელი უფრო აქტიურად ივსებოდა ფერად-ფერადი გრაფიტით. ღამღამობით მიდიოდნენ და ისევ წერდნენ სტრიქონებს საყვარელი სიმღერებიდან და არც თავისი ოცნებები ავიწყდებოდათ… ოცნებები გრაფიტის მსგავს ფერად თავისუფლებაზე, რომელიც სადღაც სხვა, უხილავი კედლის მიღმა იმალებოდა.

რასაკვირველია, რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი ახალგაზრდები ბევრისთვის გამაღიზიანებელი იყო. ჩეხ ახალგაზრდებს რეჟიმის დამცველებისთვის კედელზე მესიჯების დატოვებაც არ ერიდებოდათ, რამაც მოგვიანებით, 1988 წელს, კარლის ხიდის სიახლოვეს შეტაკება გამოიწვია პოლიციასა და ჩეხ ახალგაზრდებს შორის.

ტრანსპორტი:

გირჩევთ, რომ ფეხით იაროთ, ასე ბევრად უკეთსად დაათვალიერებთ და აითვისებთ პრაღას, აღმოაჩენთ არაცნობილ, თუმცა ძალიან ლამაზ ადგილებს. შეგიძლიათ გამოიყენოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი. გადაადგილების ძირითადი საშუალებაა ტრამვაი, რომლის ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ მაღაზიებში და გაჩერებებზე დამონტაჟებული ავტომატების საშუალებით. შეიძინეთ ბილეთები, რომლებსაც მოქმედების 30 წუთიანი პერიოდი აქვთ (ბილეთის გმაოყენება ხანგრძლივობა – შეძენილი ბილეთის მიხედვით (30 წუთი, 1 საათი, 24 საათი).

პრაღიდან დრეზდენისკენ…

პრაღიდან დრეზდენში გამგზავრება ავტო სადგურ Florenc Praha უნდა მიხვიდეთ, სადაც შეიძინეთ ბილეთებს. Florenc Praha პრაგა 1-ში მდებარეობს.

Address: Praha 8, Křižíkova 4

Phone: +420 900 14 44 44

http://www.idos.cz

maps.inyourpocket.com

Czech-transport.com

მგზავრობისთვის რეკომენდირებულია Eurolines buses.

პრაღიდან კომფორტული მგზავრობის (ხანგრძლივობა 1.45 სთ) შემდეგ უკვე დრეზდენში ხართ.

დრეზდენი

დრეზდენში ერთდღიანი ტური არასაკმარისია, თუმცა მოასწრებთ „ცვინგერის სასახლის“ დათვალიერებას

ცვინგერი სასახლე

„ცვინგერი“ აშენებულ იქნა 1711 – 1722 წლებში, ქალაქ დრეზდენში და წარმოადგენს გერმანიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კულტურულ-ისტორიულ ძეგლს. მეორე მსოფლიო ომის დროს შენობა საგრძნობლად დაზიანდა. დღეისათვის „ცვინგერი“ თითქმის იმ ფორმაშია აღდგენილი, როგორიც ის ომამდე იყო. ცვინგერი ბაროკოს სტილშია (პერიოდი და სტილი ხელოვნებაში, რომელიც იყენებდა გაზვიადებულ მოძრაობასა და წმინდა, ადვილად აღსაქმელ დეტალებს დრამის, სიმძაფრის, გრანდიოზულობის გადმოსაცემად) გადაწყვეტილი.

ცვინგერის მუდმივი გამოფენები:

ფიზიკა-მათემატიკური სალონი;

ცხოველთმცოდნეობის მუზეუმი;

პორცელანის ნაკეთობათა კოლექცია;

ზარდახანა;

ძველ ოსტატთა ნახატების გალერეა;

ცვინგერის კომპლექსი

გვირგვინიანი კარიბჭე

მსოფლიოში სახელგანთქმული და „ცვინგერის“ ყველაზე პოპულარული ნაწილია „გვირგვინიანი კარიბჭე“, რომლის წვერს პოლონეთის სამეფო გვირგვინი ამშვენებს. კარიბჭის მოპირდაპირე მხარეს მეორე პორტალია მხედრის ქანდაკებისა და თეატრის მოედნაზე ხედით.

ნიმფების აუზი

„ნიმფების აუზი“ მდებარეობს „ცვინგერის“ ციხესიმაგრის კედლების შიგნით, ფრანგული პავილიონის უკანა მხარეს. ბალთაზარ პერმოზერის მიერ შექმნილი შადრევანი ერთ-ერთი ულამაზესეთაგანია ბაროკოს სტილის შადრევნებს შორის.

ზარების პავილიონი

„ცვინგერის“ კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობაა “ზარებიანი საათი”, რომელიც მაისნერის პორცელანისაგან არის დამზადებული.

Please reload

ვიზაჯორჯია

დ. აღმაშენებლის გამზ.175, თბილისი 0112, საქართველო

ტელ: +995 205 01 10 ; +995 577 694 169

ელ-ფოსტა:  info@visageorgia.ge

 

  • Grey Facebook Icon
  • Grey YouTube Icon
  • Grey Instagram Icon
© 2018 ყველა უფლება დაცულია

 

This site was designed with the
.com
website builder. Create your website today.
Start Now