6 საუკეთესო ექსკურსია მათთვის, ვინც ეგვიპტეში დასვენებას აპირებს

თუ გადაწყვეთ დაისვენოთ ეგვიპტეში, მაშინ ექსკურსიებში გამგზავრევა არ დაგავიწყდეთ. გთავაზობთ ტურისტებისათვის საყვარელ 6 ყველაზე საყვარელ ექსკურსიას ეგვიპტეში.
დაივინგი
წითელი ზღვის წყალქვეშა სამყარო განსაკუთრებული მრავალფეროვნებით გამოირჩევა: მარჯნის რიფები, ჭრელი ცოცხალი სამყარო გასაოცარ შეგრძნებებს გიტოვებთ - ფიზიკური და გონებრივი მოდუნებისა და რელაქსაციის საუკეთესო საშუალება ჰურგადაში ნაპოვნია! ეს თავად უნდა გამოსცადოთ.
ფასი უფროსზე 40$
ფასი ბავშვზე 40$

მაჰმეია
კუნძული დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით, ყველაზე გამორჩეული სანაპირო ზოლით, სუნთქვის შემკვრელი ხედებით და ბევრი გრილი სასმელით. კომფორტული იახტა საშუალებას გაძლევთ მიიღოთ განუმეორებელი რუჯი და მოხვდეთ ულამაზეს წყალქვეშა სამყაროში.
რეკომენდირებულია ჩაფრენიდან 2/3 დღის შემდეგ წასვლა.
ფასი უფროსზე 85$
ფასი ბავშვზე 45$

სნორქლინგი
ულამაზეს ფერად თევზებთან ცურვის შესაძლებლობა დამატებითი აღჭურვილობების გარეშე, სიმარტივე და ხელმისაწვდომობა ამ ექსკურსიას დაუვიწყარს ხდის. კარგი შანსი გახდეთ მულტფილმ ნემოს ერთ-ერთი პერსონაჟი.
ფასი უფროსზე 30$
ფასი ბავშვზე 15$

საფარი
ბევრი ექსტრემი, ქვიშა, სისწრაფე და მშრალი ჰავა ადრენალინის მისაღებად დიდებული კომბინაციაა, ეგვიპტეში თავგადასავლები არ სრულდება, ერთს მეორე მოსდევს. საფარიში კვადროციკლების ტური გრძელდება ბედუინების სოფელში, უცხო კულტურისა და ახალი შეგრძნებების ადგილზე.
ფასი უფროსზე 35$
ფასი ბავშვზე 25$

ქაირო
ადგილი, სადაც უძველესი სამყაროს ცივილიზაციის აკვანი დაირწა, ადგილი, სადაც ხვდები, რომ ადამიანის შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს, ან პირიქით?! შეხვდი ხორცშესხმულ მითებსა და ლეგენდებს, გაეცანი ისტორიასა და რელიგიას, შეიგრძენი მისტიკა და დაიმუხტე განუმეორებელი შგრძნებებით.
ფასი უფროსზე ავტობუსით 30$
ფასი ბავშვზე ავტობუსით 15$
ფასი უფროსზე გადაფრენით 250$
ფასი ბავშვზე გადაფრენით 200$

ლუქსორი
ერთად თავმოყრილი ისტორიული მემკვიდრეობა წარსულში მოგზაურობის განცდას ტოვებს, ზუსტად ისე, როგორც ფილმ „მუმია“-შია (ფილმი გადაღებულია აღნიშნულ ტერიტორიაზე). უნიკალური შესაძლებლობა გაქვთ ნახოთ: ლუქსორისა და კარნაკის ტაძრები, ლუქსორისა და მუმიფიკაციის მუზეუმი, მეფეთა ველი და სხვა მრავალი არტეფაქტები. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ეგვიპტის ისტორიული ღირებულებების უმრავლესი ნაწილი თავს იყრის ამ უმშვენიერეს მხარეში.
ფასი უფროსზე 95$
ფასი ბავშვზე 65$
