ჯონ კერი: აშშ-ში სწავლა უფრო მეტ ქართველ სტუდენტს დაუფინანსდება


ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც იმ სტუდენტთა რაოდენობა, რომლებსაც აშშ-ში სწავლა უფინანსდებათ, გაორმაგდება. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ, საქართველოს პრემიერმინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან ერთად თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა:

"ყველა იმ ნაბიჯთა შორის, რომელთაც ჩვენ საერთაშორისო ურთიერთობებში გადავდგამთ, ეს, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანია".

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი საქართველოს დღეს ეწვია. დღესვე ხელი მოეწერა საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. ჯონ კერი საქართველოს 7 ივლისს დატოვებს.

წყარო: on.ge

Please reload

ვიზაჯორჯია

დ. აღმაშენებლის გამზ.175, თბილისი 0112, საქართველო

ტელ: +995 205 01 10 ; +995 577 694 169

ელ-ფოსტა:  info@visageorgia.ge

 

  • Grey Facebook Icon
  • Grey YouTube Icon
  • Grey Instagram Icon
© 2018 ყველა უფლება დაცულია

 

This site was designed with the
.com
website builder. Create your website today.
Start Now