ევროპის 5 საუკეთესო ღამის კლუბი

გთავაზობთ მსოფლიოში არსებული ღამის კლუბების ტოპ ხუეთეულს:
BCM Planet Dance – Calvia
მალიორკას კუნძულზე მდებარე კლუბი მთავარი დარბაზი 65 000 ვატის მქონე ხმოვანი სისტემით არის აღჭურვილი. თითქმის ყოველ შაბათ-კვირას აქ ჩამოდიან მსოფლიოს საუკეთესო DJ- ეები. გემოვნებიანი მუსიკა, უმაღლესი ხარისხის განათება და მუდმივი მხიარულება საოცარ შთაბეჭდილებებს ტოვებს მუსიკის მოყვარულებზე.

Ministry of Sound – London
ეს ლონდონის ერთ-ერთი საუკეთესო ღამის კლუბია. მისი შექმნის მიზანი იყო ლონდონში ამერიკული სტილის ელექტრონული მუსიკის დამკვიდრება. თუმცა კლუბმა ბევრად უფრო დიდ წარმატებას მიაღწია ვიდრე მისი შემქმნელები ვარაუდობდნენ.

Watergate – Berlin
ბერლინის ამ ერთ-ერთ ყველაზე კარგ ღამის კლუბში ძალიან კარგი სიტუაციაა. მიუხედავად იმისა, რომ ამ კლუბში არ იწვევენ მთელ მსოფლიოშ სახელგანთქმულ შემსრულებლებს, ხარისხიანი ელექტრონული მუსიკით, მეგობრული პერსონალით და შესაფერისი ატმოსფეროთი უამრავ მუსიკის მოყვარულს იზიდავს.

Fabric – London
Fabric – ლონდონის კიდევ ერთი სახელგანთქმული კლუბია. კლუბი მისი შექმნის დღიდან არ კარგავს პოპულარობას და საუკეთესო ღამის კლუბების ჩამონათვალში ყოველთვის ხვდება. აქ ყოველდღიურად თავს იყრიან მსოფლიოს საუკეთესო DJ- ეები.

Amnesia – Ibiza
ხმელთაშუა ზღვაში მდებარე, მსოფლიოში ცნობილ კუნძულ იბიცაზე მდებარე ღამის კლუბები, თავად კუნძულივით სახელგანთქმულნი არიან. თუმცა გართობისა და ელექტრონული მუსიკის მოყვარულთა აზრით, კლუბებს შორის საუკეთესო Amnesia- ა. ამ ღამის კლუბში ერთხელ მაინც მოხვედრილ ადამიანს, არასდროს დაავიწდება იქ მიღებული შთაბეჭდილებები.
