top of page

25 რამ, რაც უნდა გააკეთოს ნამდვილმა მოგზაურმა სიცოცხლის განმავლობაში

1. მოინახულეთ შვიდივე კონტინენტი.

2. ერთხელ მაინც მოსინჯეთ სპილოთი მგზავრობა, ეს დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს დაგიტოვებთ.

3. იცხოვრეთ რომელიმე ქვეყანაში ისე, როგორც ადგილობრივმა.

4. ისწავლეთ რომელიმე უცხო ენა.

5. იმოგზაურეთ ინდოეთში მატარებლით (ეს შეიძლება სიცოცხლის ფასად დაგიჯდეთ).

6. მოინახულეთ მსოფლიოს 7 საოცრებიდან ერთ-ერთი მაინც.

7. დაესწარით კარნავალს ბრაზილიაში.

8. მოინახულეთ უცხოეთის ქვეყნები საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენებით.

9. ერთხელ მაინც ცადეთ სერფინგზე დადგომა.

10. გამოაქვეყნეთ ჩანაწერები თქვენი მოგზაურობის შესახებ.

11. იმოგზაურეთ თქვენი საყვარელი სამოგზაურო წიგნის მიხედვით.

12. იხილეთ რომელიმე ცნობილი მდინარის სათავე.

13. ინახულეთ და გადაუღეთ ფოტოები გადაშენების პირას მყოფ ცხოველთა სახეობებს.

14. დაესწარით ოლიმპიურ თამაშებს.

15. იმოგზაურეთ ოკეანეში კრუიზით.

16. გაატარეთ 24 საათი ჯუნგლებში.

17. ისწავლეთ რომელიმე ქვეყნის ნაციონალური საკვების კეთება.

18. ასწავლეთ თქვენი მშობლიური ენა საზღვარგარეთ.

19. ახლო მანძილიდან იხილეთ ვულკანი.

20. დაესწარით მუსიკალურ ფესტივალს საზღვარგარეთის ქვეყანაში.

21. მოინახულეთ ევროპის ქვეყნების დედაქალაქები.

22. დაესწარით ოქტობერფესტს.

23. გაატარეთ ღამე ისტორიულ სასტუმროში.

24. ერთხელ მაინც სცადეთ პარაშუტით გადმოხტომა.

25. მოინახულეთ რომელიმე ცნობილი ჩანჩქერი.

Please reload

bottom of page