ტოპ 10 ყველაზე ლამაზი სანაპირო

უაიტჰევენი, ავსტრალია
უაიტფევენ-ბიჩი არის ულამაზესი 7 კილომეტრიანი სანაპირო ზოლი ვისტანდეის კუნძულზე. მსოფლიო პოპულარობა პლიაჟმა მოიპოვა თოვლივით თეთრი ქვიშის წყალობით. მისი შეფერილობა გამოწვეულია სუფთა სილიციუმის დიოქსიდის (98%) შემცველობით.

ვარდისფერი პლიაჟი, ბაჰამი
ჰარბორის კუნძული ითვლება ბაჰამის კუნძულების ერთ-ერთ საოცარ ადგილად. უჩვეულო ფერს ქვიშა იღებს წვრილი ფორამინიფერის ნიჟარებისგან. ესენი ერთუჯრედიანი ორგანიზმები არიან, რომლებიც რიფების ქვედა ნაწილში ბინადრობენ, ქვების ქვეშ ან გამოქვაბულებში.

პლაია-დელ-ამორი, დამალული პლიაჟი მარიეტას კუნძულზე, მექსიკა
რომ არა ტალღების, ხალხის ხმაური, ალბათ, ვერც აღმოაჩენდნენ დამალულ პლიაჟს. ის უკაცრიელი კუნძულის მარიეტას სანაპიროდან რამდენიმე მეტრში მდებარეობს. იქ ძალიან ცოტა ტურისტი აღწევს. ნამდვილი სამოთხეა განმარტოების მოყვარულთათვის.

ნავაჯო, საბერძნეთი
ბერძნულ კუნძულზე ზაკინფზე მდებარეობს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი პლიაჟი. ერთხელ აქ ჩაიძირა კონტრაბანდისტების გემი პანაიოტისი. ის დღემდე თეთრი ქვიშის დიუნებზე იმყოფება.

მახო, კარიბის კუნძულები
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ პლაჟზე- მახოზე. ის მდებარეობს კარიბიზე, პუერტო-რიკოდან 300 კილომეტრში. აქ დამსვენებლებს იზიდავს არა თბილი ქვიშა და ცისფერი ზღვა. აქ ჩამოდიან გამოუთქმელი ემოციების მისაღებად, ვინაიდან პლიაჟიდან 10-20 მეტრით მაღლა მიჰქრიან უზარმაზარი ავიალაინერები. საშიში, მაგრამ ექსტრემალური სანახაობაა.

შუშის პლიაჟი, აშშ
ქალაქ ფორტ ბრეგის მოშორებით კალიფორნიაში არის საინტერესო პლიაჟი, დაფარული პატარა ფერადი შუშებით . XX საუკუნის დასაწყისში აქ იყო ქალაქის ნაგავსაყრელი, 1967 წელს ის დაიხურა და მრავალი წლის მანძილზე აწარმოებდნენ ამ ადგილების დასუფთავებას. ახლა აქ ნაგავი აღარაა, თუმცა სანაპირო დაფარულია წვრილი და ფერადი შუშის ქვებით.

ბოტომ ბეი, ბარბადოსი
ბოტომ ბეი – საუკეთესო პლიაჟი ბარბადოსის კუნძულზე. ამ ადგილის კანონიკური პეიზაჟი ქვეყნის სავიზიტო ბარათია.

ჰაიამსი, ავსტრალია
ჰაიამსი სიდნეიდან 300 კილომეტრში მდებარეობს. ეს არის პლიაჟი ყველაზე თეთრი ქვიშით. ის ისეთი თეთრია, რომ შორიდან ათქვეფილ ნაღებს ჰგავს.

პლიაჟი ვაადხუს კუნძულზე, მალდივის კუნძულები
მსოფლიოში არის ერთი პლიაჟი, რომელიც განსაკუთრებით ლამაზია ღამით. ვაადხუს კუნძულზე გამორიყული პლანქტონები სანაპიროს ულამაზესს ხდის. ნათება აიხსნება ცხოველების ორგანიზმში მიმდინარე პროცესით, რომლის დროსაც გამოთავისუფლებული ენერგია გამოდის სინათლის სახით. ლურჯად მოელვარე ტალღები თითქოს ვარსკვლავებს ირეკლავს მალდივის ციდან.

გრეის ბეი, კარიბის კუნძულები
აი ესეც სამოთხე. თეთრი და ქათქათა ქვიშა გაიძულებს წამოწვე და გაირუჯო. გრეის ბეი არაერთხელ დასახელდა ერთ-ერთ საუკეთესო პლიაჟად მსოფლიოში.