მსოფლიოს 10 რესტორანი არაჩვეულებრივი ხედით

1 Aug 2016

 

” Grotta Palazzese” – პუგლია, იტალია 

ბარის პროვინციის, კლდოვან სანაპიროში შეჭრილი ცნობილი გამოქვაბული ”Palazzese”, რომელიც ყველაზე ცნობილია 80 ბუნებრივ გამოქვაბულს შორის. დიდ, მომრგვალებულ დარბაზის ცენტრში, რომლის დიამეტრიც 30 მეტრია, განთავსებულია რესტორანი. 1730 წელს ნეაპოლის ჰერცოგი და პოლიგანოს ლორდი ამ ადგილს, განსაკუთრებულ შემთხვევებში, მისაღებ დარბაზად იყენებდნენ, შემდეგ კი უკვე მაღალი წრის საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილადაც გადაიქცა. გამოქვაბული მიტოვოვებულ იქნა საფრანგეთის რევოლუციისა და ფეოდალიზმის გადავარდნის შემდეგ. დღეს უკვე ზაფხულის თვეებში რესტორანი აცოცხლებს ამ ადგილს.

 

”Le Jules Verne” – ჟიულ ვერნი, პარიზი, საფრანგეთი

ჟიულ ვერნის რესტორანი, რომლის მეპატრონე ცნობილი ფრანგი შეფ-მზარეული ალან დიუკასია, საუკეთესო ადგილია, რომ დატკბეთ პარიზის პანორამით და მიირთვათ უგემრიელესი ფრანგული კერძები. აქ გლამურული ატმოსფერო და მაღალი კლასის მომსახურებაა, თუმცა მისი პოპულარობა მაინც პარიზის ხედითაა განპირობებული, რომელიც რესტორნიდან იშლება. რესტორანში ვახშმისთვის ტურისტები ჯავშანს რამდენიმე თვით ადრე ინტერნეტით აკეთებენ.

 

სასტუმრო ”Edelweiss” – მიურენი, შვეიცარიის მთები

ყველაზე ლამაზ სამთო-სათხილამურო ადგილზე განთავსებულია საოჯახო სასტუმრო (ქ. მიურენი).

 

ტრადიციული, შვეიცარიული კერძების დაგემოვნებასთან ერთად, სასტუმროს რესტორნის ტერასიდან თქვენ არაჩვეულებრივი პეიზაჟებითაც დატკბებით. ეს ადგილი ცნობილია არაჩვეულებრივი ეიგერის, მონკის და იუნგფრაუს ალპური ხედებით. სასტუმრო ასევე მასპინძლობს ძაღლებს, რაც შვეიცარიისთვის გასაკვირი ნამდვილად არ არის.